საინვესტიციო კომპანია Intuitive Ventures-მა, თავისი მეორე ფონდი $150 მლნ დოლარად დახურა

Intuitive Ventures – კალიფორნიაში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ თავისი მეორე ფონდი $150 მლნ დოლარად დახურა. ფონდ II-სთან ერთად, Intuitive Ventures ინვესტირებას განახორციელებს დამფუძნებლებში, რომლებიც შექმნიან ტრანსფორმაციულ ღირებულებას საინვესტიციო ფოკუსის სამი მიმართულებით: · ხელმისაწვდომობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება · ზუსტი დიაგნოსტიკა და ინტერვენციები · უსაფრთხო, გამდიდრებული ციფრული ეკოსისტემები ·

2024 წლის 1-ელი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება – გიორგი ამილახვარი

2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების, დაახლოებით, 200%-იანი მატება იყო და ეს […]

გაფართოვდება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომელიც დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება, რომლის შედეგების მიღების შემდეგაც, მთავრობა მოსახლეობას შეღავათების და წახალისებების ახალ ფაქტორებს შესთავაზებს, მათ შორის იპოთეკური სესხების სუბსიდირების ნაწილში. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა საქმე ის არის, რომ რამდენიმე […]

სკ „საბურთალო”, საქართველოს თასის ფინალის წინ, აჭარის შესახებ ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფეხბურთო კლუბი „საბურთალო” და „ეროვნული ლიგის” 2023 წლის გამარჯვებული, ბათუმის „დინამო”. თამაშის წინ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა „საბურთალოს” მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები მონაწილეობენ. ისინი ვიდეორგოლში შემდეგ სლოგანს ამბობდნენ: „აჭარა აჭარლებს, თასი […]

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში ხელისუფლების ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმში მოქალაქეთა 95 პროცენტმა მხარი დაუჭირა მეზობელი სახელმწიფოს გაიანის, ნავთობით მდიდარი ესეკიბოს რეგიონის ვენესუელასთან მიერთებას. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ ინიციირებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველს ჰკითხეს, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი ვენესუელის სახელმწიფოს შექმნას ესეკვიბოს რეგიონში, მის მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მინიჭებას და “ამ სახელმწიფოს ჩართვას ვენესუელის ტერიტორიის რუკაზე.” რეფერენდუმზე […]

პარლამენტი პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაცემა აეკრძალება. გარდა ამისა, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის. „თავდაცვის შიდა […]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი – ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია

ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა. „მე ღაზაში ჩავედი, სადაც ხალხის ტანჯვა აუტანელია. მიუღებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გადასაადგილებლად უსაფრთხო ადგილი არ აქვს და სამხედრო ალყის პირობებში ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლებელია“, – წერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). სპოლიარიჩმა აღნიშნა, რომ წითელი […]

რუსულ დაბომბვებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზის ათეულობით ლოკაციაზე „ინტენსიური ბრძოლების“ შესახებ საუბრობს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ძალების მიერ ხერსონის ბოლო დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთი მოხუცი მამაკაცია, რომელიც სოფელში, ავტოფარეხში იმყოფებოდა, კიდევ ერთი დაღუპული, ქალი კი – ავტობუსის გაჩერებასთან. „რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხერსონი“, – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე მდებარე […]

დიდი თამაშის კვირა დაიწყო!

სულ რაღაც 5 დღე დარჩა ქართული რაგბისთვის მორიგ ისტორიულ თარიღამდე. საქართველოს, 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური გრანდი “გლოსთერი” ეწვევა და 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 17 საათზე, “მიხეილ მესხზე” “შავი ლომის” წინაშე წარსდგება. დიდი თამაშის კვირა დაიწყო! ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბმა (EPCR) ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზაფხულში მიიღო, რაც სანაკრებო ფრენჩაიზ “შავ ლომს” მინიმუმ ოთხი უმაღლესი, ტიერ1 […]