საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ 71-მა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წარმომადგენელმა. კანონში ამ ცვლილებების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, […]
“იაპონიის ავიახაზები” საერთაშორისო მოგზაურებს უფასო შიდა ფრენებს სთავაზობს

Japan Airlines ზოგიერთ საერთაშორისო მოგზაურს შიდა ფრენებზე უფასო ბილეთს სთავაზობს – ამის შესახებ Euronews წერს. მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიის ადგილობრივი ქსელი 64 აეროპორტსა და 133 მარშრუტს მოიცავს. კომპანია იმედოვნებს, რომ უფასო ფრენა მგზავრებს წაახალისებს იაპონიის ის რეგიონები მოინახულონ, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით არ სარგებლობს. ავიაკომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის 17 ძეგლის მონახულებას, დიდი ქალაქებიდან ქვეყნის ჩრდილოეთით, […]
მკვლელობა ჩადენილია არა მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული შეუწყნარებლობით – კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი

მკვლელობა ჩადენილია არა მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული შეუწყნარებლობით – კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორი, გრიგოლ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ბექა ჯაიანის მიერ მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. “გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესამოწმებელია ყველა […]
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი – ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი, ფირას აბიადი ავრცელებს. „დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია“, – განაცხადა ფირას აბიადმა. აბიადის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება. „ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის იერიშს დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის […]
ლეგენდების მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ცნობისთვის, დღეს, საღამოს 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს […]
საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო – ამბობს მისი ცოლი

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ცოლმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, საქართველომ არ გადასცეს ის აზერბაიჯანს. […]
აფგან სადიგოვმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო. როგორც მისმა ცოლმა ფორმულას ინფორმაცია მიაწოდა, შიმშილობა მან დღეს, 21 სექტემბერს დაიწყო. შიმშილობის გაგრძელებას იგი “სამართლიანობის აღდგენამდე” გეგმავს. “20 სექტემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩემს ქმარს, აფგან სადიგოვს შევხვდი. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, სასამართლომ და საიმიგრაციო სამსახურმაც უარე თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს […]
უკრაინის არმიამ ინდური წარმოების ამუნიცია მიიღო

ინდოელი და ევროპელი ოფიციალური პირების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ინდური წარმოების საარტილერიო ჭურვების ექსპორტი განხორციელდა. ანონიმური წყაროების ცნობით, მოსკოვიდან გაჟღერებული პროტესტის მიუხედავად, ინდური ამუნიციის ევროპელმა მყიდველებმა უკრაინას საარტილერიო ჭურვები მიაწოდეს, თავად ინდოეთს კი აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმია ინდურ ამუნიციას უკვე წელიწადზე მეტია, იყენებს. საინტერესოა, რომ ინდოეთის იარაღის ექსპორტის რეგულაცია […]
მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

გერმანიაში მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს. ოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი პიესა აღმოჩნდა ლაიფციგის ბიბლიოთეკაში. სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადებისას იპოვეს. ახლადაღმოჩენილი 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C. ვარაუდობენ, რომ პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მართალია, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა […]
სკანდინავიური ავიახაზების თვითმფრინავმა ბორტზე თაგვის გამო იძულებითი დაშვება განახორციელა

სკანდინავიური ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო, რადგან ბორტზე თაგვი აღმოაჩინეს. თვითმფრინავი ოსლოდან მალაგაში მიფრინავდა და იძულებითი დაშვება კოპენჰაგენში განახორციელა. თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი იარლე ბორესტადი მოწმე გახდა იმისა, რომ თაგვი გაიპარა საჭმლის ყუთიდან, რომელიც ფრენის დროს მის გვერდით მჯდომმა ქალმა გახსნა. ბორესტადის თქმით, სიტუაცია ძალიან მშვიდი იყო და ხალხი სტრესში არ ყოფილა. მკაცრი ზომებიდან […]