გაეროში ბაიდენის გამოსამშვიდობებელი გამოსვლის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომები იქნება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 24 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც მისი ბოლო – გამოსამშვიდობებელი გამოსვლა იქნება ამ ფორუმზე. მოელიან, რომ ბაიდენი ილაპარაკებს ახლა აღმოსავლეთში, ღაზის სექტორსა და ლიბანში ისრაელის ომების და სუდანში 17-თვიანი სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების აუცილებლობაზე. აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას გადააბარებს კენჭისყრაში გამარჯვებულს, შეეხება ასევე აშშ-ის […]

პაპუაშვილი: უცხოეთიდან ჩარევა არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარებაზე გავლენას ახდენს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესში “უცხოელების ჩარევაზე” ისაუბრა. მისი მტკიცებით, “რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე”. “წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად […]

ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ლადო ჭანტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან იდგა და თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი […]

თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ქხეგუა დურუზს და სორაია მარტინესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს. „აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს. თავის მხრივ, მისიის […]

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ლანჩის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმადა, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო მოლოდინები. აგრეთვე, ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის საქმიანობასა და გეგმებზე.

ირაკლი ნადარეიშვილი – მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

პროექტებში, რომლებიც ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ქალთა მონაწილეობა გაზრდილია 30%-იდან, 65%-ამდე. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ უფრო მეტი ქალი ინტერესდება სამეწარმეო საქმიანობით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას ორგანიზება […]

გიული ალასანია – თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა

თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას ე.წ. ხელისუფლება დაემუქრა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ არჩევნებს უახლოვდება. ამასთან, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ამ წიგნს გრძელი ისტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა […]

“ის ჩვენი გემის კაპიტანია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუდამ გაზეთების პირველ გვერდზე იყოს” – დე პაული მესიზე

არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა როდრიგო დე პაულმა არგენტინელ ტელეწამყვან სუსანა ხიმენესთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. 30 წლის ფეხბურთელის თქმით, “ალბისელესტე” ყველაფერს გააკეთებს, რომ ლიონელ მესი მუდამ გაზეთების პირველ გვერდზე იყოს. “მესი გემის კაპიტანია. ყველაფერს მისთვის ვაკეთებთ და ამას დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ვეკიდებით. გვსურს, რომ ლეო გაზეთების პირველ გვერდზე იყოს”, – განაცხადა […]

ილია დარჩიაშვილი – მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ქვეყნის დაზიანებასა და იმ მავნებლურ ქმედებებს დაანებონ თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ქვეყნის დაზიანებასა და იმ მავნებლურ ქმედებებს დაანებონ თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. „შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან […]

შალვა პაპუაშვილი – „ქართული ქარტიის“ შემდგენი და ხელმომწერები ამბობენ, რომ ბანანის რესპუბლიკა ვართ – მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს და შეუმდგარ სახელმწიფოს

„ქართული ქარტიის“ შემდგენი და ხელისმომწერი ვინცაა, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა – მისი [სალომე ზურაბიშვილის] ცნობილი გამონათქვამია, რომ „ხალხთან მაგრამ, ცოტა მაღლაო” და მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ჩვენ ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს და შეუმდგარ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართულ ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა. მისივე […]