“რამდენი ქართველის მოკვლაზე გაგირიგდნენ, უცხოეთიდან საარჩევნო დახმარების სანაცვლოდ?” – დიტო სამხარაძე

· უკრაინაში 1 მილიონი დაღუპული · საქართველოში რამდენის სიკვდილი აქვთ გეგმაში პრეზიდენტად წოდებულო, უცხო ქვეყნის მფლობელობაში მყოფო ოპოზიცია, აგენტებო, რამდენი ქართველის მოკვლაზე გაგირიგდნენ, უცხოეთიდან საარჩევნო დახმარების სანაცვლოდ

“რეალის” დანაკლისი შეტევით ხაზში – მბაპეს უქმობა გამოუწერეს

The Athletic-ის ინფორმაციით, ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ალავესს” 3:2 სძლია, კილიან მბაპემ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ფრანგი მე-80 წუთზე შეცვალეს და სამედიცინო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მას დაახლოებით 3 კვირა უქმობა მოუწევს. ამრიგად, კილიანი მადრიდულ დერბის “ატლეტიკოსთან”, ასევე, “ლილთან” და “ვილიარეალთან” შეხვედრებს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე “რეალის” ფორმა 9 შეხვედრაში […]

16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი – სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანდრო 18 და 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს. სანდრო კობახიძის გუნდი, 29 სექტემბერს, თურქეთის […]

გიული ალასანია – ყვარელში ვისაუბრეთ მიშას წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა სხვადასხვა დროს, სხვადახვა ქვეყანაში და რა იყო მისი დაწერის მიზანი

ყვარელში ვისაუბრეთ მიშას წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა სხვადასხვა დროს, სხვადახვა ქვეყანაში და რა იყო მისი დაწერის მიზანი , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა. “დღეს ვართ ყვარელში, სადაც გვაქვს მიხეილ სააკავილის წიგნის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ამ წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში. […]

ვახტანგ ცინცაძე – აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2024 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება

აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, როცა წინა – აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა 2025 წელსაც შენარჩუნდება და 5.5%-ს გაუტოლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვის ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას […]

Arab news magazine-ის ჟურნალისტი – საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, საუდის არაბეთიდან საქართველოს ბევრი სტუმარი ჰყავს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინსტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. „Arab news magazine”-ის ჟურნალისტი, აბდულფატა ბენგასენ ლოჯიენი […]

რუთს ტრამპის მოკვლის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, დაკავეს მისი შვილიც

24 სექტემბერს სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა 58 წლის რაიან უესლი რუთს. ბრალდების მიხედვით, ის ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გოლფის მოედანზე შეიარაღებული ჩაუსაფრდა და 12 საათი ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი მოეკლა. რუთი თავდაპირველად იარაღის უკანონო ფლობის გამო დააკავეს, მაგრამ მისთვის წაყენებული ახალი ხუთპუნქტიანი ბრალდება გაცილებით მძიმეა. გამომძიებლების ცნობით, საქმეში ფიგურირებს წერილი, […]

ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 24 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებით შეუძლებელია. ზელენსკის თქმით, მოსკოვი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას. ზელენსკიმ, დასავლეთის ლიდერებისგან მხარდაჭერა მოითხოვა, რათა ომის დასასრულებლად განხორციელდეს რასაც თავად „გამარჯვების გეგმას“ უწოდებს. „ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ მოგვარდება. საჭიროა ქმედებები“, – თქვა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა […]

“მაგარი ქვეყანა ააშენეს ნაცებმა და ქოცებმა, ოპოზიციის სიიდან ლიდერის გადადგომა გვიხარია” – თავდგირიძე

მაგარი ქვეყანა ააშენეს მოქალაქეებმა, ნაცებმა და ქოცებმა, ოპოზიციის სიიდან ლიდერის გადადგომა დემოკრატიის პიკია და საყოველთაოდ გვიხარია.

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო. მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა. „ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, […]