დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და […]
კალაძე: სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს და ჩაერთოს კამპანიაში, ოპოზიციას არაფერი ეშველება

გაუქმდა მიღებაზე დასწრება, ჯერ იყო გამოგზავნილი მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორმე რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არის, სულს ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით, განცხადებებით დაეხმარონ და წაეშველონ, თუმცა ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება.
ე.წ. ოფშორებიდან აქტივის გადმოტანის სურვილით არავის მოუმართავს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ე.წ. ოფშორული ზონიდან საქართველოში აქტივის გადმოტანის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავთ. “ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივის საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის თაობაზე მომართვა არ ფიქსირდება. ამასთან, რამდენადაც უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი საჭიროებს გარკვეულ დროს, ამის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება […]
რა ეღირება ლარი 26 სექტემბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7269 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0347ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად […]
“აშშ–ის სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ “კვანტური მართლმსჯულების” კლასიკური შემთხვევაა” – ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ “კვანტური მართლმსჯულების” კლასიკური შემთხვევაა, ვინაიდან სანქციის გამოყენების დროს სრულიად მოშლილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი “დანაშაულსა” და “სასჯელს” შორის. კერძოდ, თუ სანქცია გამოიყენეს, ეს არ ნიშნავს, რომ რამე დააშავე და თუ რამე დააშავე, ეს არ ნიშნავს, რომ სანქციას გამოიყენებენ. შეგიძლია, მაგალითად, წლების მანძილზე ტერორში გყავდეს […]
მიწვევის გაუქმება პირდაპირი გზავნილია – მელაშვილი აშშ-ში კობახიძის მარცხზე – Netgazeti • აშშ • ირაკლი კობახიძე • Netgazeti.ge

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში არსებობს, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის მთავრობიდან არავინ შეხვდა და ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე მიწვევაც გაუუქმეს. როგორც გიორგი მელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ამერიკულმა მხარემ ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ ის აშშ-ში საპატიო სტუმარი არაა. „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ეს არის ყველაზე […]
ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ „რუსეთ-აფხაზეთის“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 1 სექტემბერს მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო დაფინანსება შეაჩერა, მოთხოვნათა ჩამონათვალში იყო ამ დოკუმენტის დამტკიცებაც. შეთანხმების რატიფიცირება „ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ეროვნულ მეწარმეებს და მათი მხარდაჭერის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა შეხვედრაზე ე.წ. იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა. […]
აშშ-ის სენატში გადაიდო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „ქართველი ხალხის აქტი“ უნდა განეხილათ

შეერთებული შტატების სენატში გადაიდო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „ქართველი ხალხის აქტი“ უნდა განეხილათ. ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული. ამავე სხდომაზე განიხილავენ 25 ამერიკელი დიპლომატის ახალ დიპლომატიურ სამსახურებში განწესების საკითხს. ამავე წყაროს თანახმად, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა და, შესაბამისად, როდის განიხილავენ სენატორები „ქართველი ხალხის აქტს“. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს […]
Microsoft – ი მექსიკაში 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

Microsoft Corp. გეგმავს 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მექსიკაში ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის სამი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ამერიკული IT გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა. ინვესტიციები, კერძოდ, მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ასევე მექსიკის მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოსახლეობის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელიც მოიცავს დაახლოებით 5 მილიონ […]
გიორგი მარგველაშვილი „ძლიერ საქართველოს“ უერთდება

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უერთდება. გაერთიანების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გასაჯაროვდება. მანამდე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო წარწერით „წინ მხოლოდ გამარჯვებაა“. არაფორმალურ გარემოში გადაღებულ ფოტოზე გიორგი მარგველაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით გამყრელიძე და დავით რაქვიაშვილი ჩანან. შეგახსენებთ, რომ უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები კოალიცია […]