KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, პროექტის მენტორები და სტუდენტები დაესწრნენ. 2024 წლის საზაფხულო სკოლა ივლისში დაიწყო და სამი თვის […]
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,660 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებასთან. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ოქროსთან მიმართებით ამერიკული დოლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, ამის ეფექტს კი ახლა ბირჟაზე ვხედავთ. გარდა ამისა, […]
მიხეილ სარჯველაძე – პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს პრაქტიკულად, მთლიანად ჯანდაცვის მიზანია – რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ სამედიცინო შეცდომების პრევენციაზე

მინდა ყველას მოვუწოდო მეტი ყურადღებისკენ, რომ მეტი ძალისხმევა ხმარდებოდეს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პაციენტის უსაფრთხოება. პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი, ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს იმისთვის, რომ პაციენტი იყოს, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხოდ , – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პაციენტის […]
„სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-ით გაიზარდა“ – შალვა ალავერდაშვილი

განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-ით გაიზარდა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში გასულ ტურისტულ სეზონს წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ ზაფხული განსაკუთრებით წარმატებული აჭარის რეგიონისთვის გამოდგა, სადაც დატვირთულობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა. 20-25%-იანი მატება დაფიქსირდა თბილისის სასტუმროებში, კახეთის რეგიონში კი საშუალო ზრდა 15-20%-ია. „ზაფხულის სეზონი, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, აჭარისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ. […]
სენატორები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი, ასევე კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრი ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში სენატორები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ხელისუფლება სენატში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადების […]
ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ქრის ალანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. “ნიკოლოზ სამხარაძემ […]
რატომ შეიქმნა და რას (არ) საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. იურისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რისკებს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიურომ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად ცნო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ამ ფაქტმა და მოსალოდნელმა მოვლენებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. “ნეტგაზეთმა” გადახედა […]
დასახელდა ელექტრომობილების დასამუხტად ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნები

ევროპის ალტერნატიული საწვავის ობსერვატორიის (EAFO) მონაცემები აჩვენებს, რომ ისლანდია და პორტუგალია ევროპაში ყველაზე იაფ ადგილებს შორისაა ელექტრომობილების დასატენად სახლის გარეთ, ხოლო ნორვეგია და სლოვენია ყველაზე ძვირია. საფრანგეთი და გერმანია, კონტინენტის ორი უმსხვილესი ეკონომიკა, იყვნენ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ელექტრო მანქანების დამუხტვის განაკვეთები დაახლოებით საშუალო ევროპული იყო. ასევე მათ შორისაა ხორვატია, იტალია, დანია […]
“შავი ლომი” | ინტერვიუ კაპიტნებთან

“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი (10) აიღო. რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა “იბერიანსი” (54:3) და “ლუზიტანუში” (38:14) სტუმრად რეკორდული სხვაობებით დაამარცხეს და ახლა ორი საშინაო თამაში ელით. 28 სექტმბერს, 18:30 საათზე ჩვენი გუნდი “ავჭალაზე” “იბერიანსს” დაუხვდება, ხოლო 12 ოქტომბერს “ლუზიტანუშს” უმასპინძლებს და ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში სუპერთასს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს, დეკემბერ-იანვარში კი […]
„მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველო იდეალური ადგილია“ – Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტურს ატარებს. საქართველოში იმყოფება Bloomberg travel-სა და Conde Nast-ის ჟურნალისტი ლებავიტ ლილი გირმა. ”საქართველოთი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ეს ქვეყანა საკმაოდ განსხვავებულია დასავლეთ ევროპისგან. დედაქალაქში „ანდერგრაუნდის“ აურა იგრძნობა. საქართველო გამოირჩევა ისეთი ისტორიული ელემენტებით, რომლებიც უშუალოდ ჩამოსვლის მერე შეიგრძნობა. ათასწლოვანი ისტორიიდან შეუძლებელია არ გამოვარჩიოთ რელიგია, […]