KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, პროექტის მენტორები და სტუდენტები დაესწრნენ. 2024 წლის […]
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ […]
მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდნენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყნის შესაბამის […]
სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი

26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები და გპირდებით, რომ ზამთარს ამ კაბალური საპენსიო სესხების გარეშე შეხვდებით, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი და სრულად დაფინანსდება თქვენთვის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ღონისძიებაზე “ერთიანობა” პასუხობს […]
გიორგი მარგველაშვილი კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიციას ძლიერი საქართველო შეუერთდა. მარგველაშვილი კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში წარადგინა, სადაც ისინი მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას წარადგენენ. “მტერს, რომელმაც გადაწყვიტა ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასსროს არ გატეხილა, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა […]
com-com-ა “ალტ-ინფოს” სიგნალის გაუქმებას არ აპირებს – პასუხი რომან გოცირიძეს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია პრორუსული “ალტ-ინფოს” სიგნალის გაუქმებას არ აპირებს – მსგავსი პასუხი მიიღო პარტია “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ კახა ბექაურის უწყებისგან. რომან გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მთავრობის სანქციებში მოყოლილი კოკა მორგოშია დაკავშირებული პირის, მამიდის მეშვეობით ფლობს ამ კომპანიის წილის 50 პროცენტს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სანქციის აღსრულების პროცესი არ დაუწყია. მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის […]
“ფედერალისტები” არჩევნებში არ ვმონაწილეობთ… მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ ამ ძალას… – ბოკერია

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახალი პარტია “ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ – ამის შესახებ ინფორმაციას გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი […]
“რისკი იმისა, რომ “ოცნების” “მშვიდობა” ომით შეიცვალოს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მაღალია” – გამზარდია

“ქართული ოცნება” თავის იზოლაციონისტური პოლიტიკით მკვეთრად ზრდის რისკებს, მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოში რუსული სამხედრო ოკუპაცია მძაფრად გაიზარდოს. რუსეთთან დღეს არსებული კომფორტული გადაკვეთა არ ნიშნავს იმას რომ ასეც გაგრძელდება. რატომ? 1. რუსული გავლენა ხელისუფლებაზე საქართველოს უნგრევს ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარ გარანტორებთან – აშშ-სა და ევროკავშირთან. ამგვარი ტენდენციით, საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში აღმოჩნდება სრულ […]
“მერე ვინმემ რომ არ თქვას, უი, არ ვიცოდი, არ მეგონაო”– ჯანგირაშვილი

ვინც აქამდე კიდევ ვერ გაიგო: შეერთებული შტატებისთვის ივანიშვილის ხელისუფლება არის წითელი ხაზის მიღმა, იმდენად მიუღებელი, რომ ზრდილობიანობის გამო ხელის ჩამორთმევებიც კი გამორიცხულია. თუ ქართველი ხალხი ისევ დატოვებს ამათ ხელისუფლებაში, უკვე საქართველოც იქნება აშშ–სა და ევროკავშირისთვის წითელი ხაზის მიღმა, ყველა თანმდევი შედეგით. მერე ვინმემ რომ არ თქვას, უი, არ ვიცოდი, არ მეგონაო. აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, […]
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ […]