რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის მოხდის ნაცვლად უკრაინაში მოხალისედ წავა

bombardir-ის ცნობით, რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი, 43 წლის ალეკსეი ბუგაევი 495 გრამი მეფედრონის რელიზაციისას დააკავეს და გაასამართლეს. ბუგაევს 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, თუმცა შეიძლება გამოტანილი განაჩენი შეუცვალონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ – რედ.) მონაწილეობაზე დათანხმდება. ერთი სიტყვით, მძიმე […]
გიორგი გახარიამ პარტიული სიის შემადგენლობის პრეზენტაცია გამართა

25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია წარადგინეს. პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. მან თავის სიტყვაში დაასახელა პარტიის მთავარი ლოზუნგი: „ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა „ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“. პარტიის სიაში არიან · გიორგი გახარია – […]
ილია დარჩიაშვილი ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული – საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის

საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, სტრატეგიულ პარტნიორთან ჰქონდეს ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა. მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე […]
ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, […]
„ეკა გიგაური ისჯება სენატში ჩვენების მიცემის გამო“ – სენატორები

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის ოთხი წევრი ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „აირჩიე ევროპას“, ასევე ორგანიზაციების ხელმძღვანელების, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნობაზე. სენატორები – ჯიმ რიში, ბენ კარდინი, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი – აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან გადაწყვეტილებით. „ეს ორგანიზაციები აქტიურობენ მოახლოებული არჩევნებისთვის მონიტორინგის მისიების მომზადებაში, მაგრამ არჩევნების ნაწილი არ არიან. ისინი მხარს […]
„საქართველო მშვენიერი ადგილია სტუმრებისთვის“ – Forbes-ის ჟურნალისტი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს. Forbes-ის ჟურნალისტის მელინდა ელაინ სნაიდერსის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა ქვეყანას მსოფლიო ტურიზმის ეპიცენტრში აქცევს. „ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, ხაზს უსვამს საქართველოს […]
დღე-ღამეში თბილისს 350 ტონა პური სჭირდება – მალხაზ დოლიძე

ადგილობრივი წარმოებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძო სექტორს, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ტარიფის მომსახურება უჭირს, რის გამოც ვალი უგროვდება. მართალია, რამდენიმე წელიწადი დადგენილი გადასახადები არ გაძვირდება, მაგრამ არც შემცირდება. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან განსხვავებით კომერციული გაზის ტარიფის ცვლილება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გადასახადის ღირებულებას თავად კომპანიები ადგენენ და გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა. კერძო სექტორისთვის ძვირია, როგორც […]
ტრამპზე ხელმეორე თავდასხმის მცდელობა – ვინ არის ეჭვმიტანილი

ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთმა მცდელობამ, გააჩინა კითხვები შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ძალადობის ფაქტების შესაძლო ზრდაზე. მომხდარი ყველა პოლიტიკურმა მხარემ ერთხმად დაგმო. ვინ არის თავდამსხმელი და რა არის ცნობილი უკრაინასთან მის კავშირებზე?
“ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს გახარია “ქართული ოცნება” 2–ია, იმედია, ვცდები” – მაჩალიკაშვილი

მართლა არ ვიცი, აქ ამ შემთხვევაში რამდენად მართალი ვიქნები, ან რამდენად ვცდები, ეხლა ამ წუთას გახარიას პარტიამ პროგრამა წაარდგინა, ასევ სიის პირველი 25 პოლიტიკოსი, სიას პირველ ნომრად თვითონ გახარია უდგას. ასევე წარუდგინა საზოგადოებას პროგრამა, მართალი გითხრათ პროგრამა საკმაოდ სოლიდური. მაგრამ მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა იმაში რომ ეს გახარიას პაარტია ქართული ოცნება 2–ია, იმედია […]
მარგველაშვილის თქმით, ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიაში არ იქნება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება. “დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო. დღეს ჩემი სამსახურია საარჩევნო ბრძოლაში”- თქვა მარგველაშვილმა. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიორგი მარგველაშვილი დღეს წარადგინა.