ლუის ენრიკე: თუ პსჟ-ში მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად ითამაშებდნენ, ამ გუნდს არ გავწვრთნიდი

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პარიზული გუნდის გაწვრთნას არ დათანხმდებოდა, თუ ამ კლუბში მესი, ნეიმარი და მბაპე ისევ ერთად ითამაშებდნენ. “მე არ გავწვრთნიდი გუნდს მესისთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მქონე გუნდმა რომ მოიგოს ტიტულები, პსჟ-ის რვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული ექნებოდა და არც ერთი”, – აქვეყნებს ენრიკეს სიტყვებს Marca. შეხსენებისთვის, ენრიკემ […]
განზრახ მკვლელობის მცდელობა დიდ დიღომში – დაკავებულია 3 ადამიანი

განზრახ მკვლელობის მცდელობა დიდ დიღომში – პოლიციამ 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]
ძალადობა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – საიას საარჩევნო მონიტორინგი

საია გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს ასახავს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე. მათ შორისაა: · პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები; · პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება; · ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის […]
უკრაინის აღდგენისკენ მიმართულ დახმარების დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი

„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებმა და ოცზე მეტმა სხვა ქვეყანამ ხელი მოაწერეს უკრაინის რეკონსტრუქციაში დახმარების შესახებ დეკლარაციას. დოკუმენტში ქვეყნები ადასტურებენ თავიანთ წინა ვალდებულებებს. “ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინასა და მის ხალხს სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დღესაც და მომავალშიც”, – ნათქვამია დეკლარაციაში. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივები ასეთად დარჩება […]
„ქართული ოცნების“ დეპუტატი – კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში – არ გვინდა, რომ ის უბედურება, რომელიც დატრიალდა უკრაინაში, ჩვენს ქვეყანაში დატრიალდეს

კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში – დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ომი არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ახალ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ბანერი არის ჩვეულებრივი ლუსტრაცია, თუ რას ნიშნავს ომში ყოფნა […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვემო და ზემო ოსიაურის, ასევე, ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, სოფელ ოსიაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა. შესაბამისად, […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, აღინიშნა, რომ უბანში რაიონში 6 ჰექტარზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ასევე დაწყებულია მაღალი ძაბვის სადენების მიწის ქვეშ მოქცევის პროექტი, მიმდინარეობს ბარბარეს უბნისა და აფრიკის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ა.შ. […]
Reuters – ნატო, რუსეთის ომის შემთხვევაში, დაჭრილი ჯარისკაცების ფართომასშტაბიანი ტრანსპორტირების გეგმას ამზადებს

ნატო ამზადებს გეგმას, რომელიც, რუსეთთან ომის შემთხვევაში, ფრონტის ხაზებიდან დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების ტრანსპორტირების კოორდინაციას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნატო-ს ლოგისტიკური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ სოლფრანკმა სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამედიცინო ევაკუაციის მომავალი სცენარი განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რაც მოკავშირეებს ავღანეთსა და ერაყში ჰქონდათ. „რუსეთთან კონფლიქტის დროს დასავლელი სამხედროები, სავარაუდოდ, უფრო დიდი საომარი ზონის წინაშე […]
„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიზო ვასაძესთან ერთად, სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა მათთან ერთად. შეაჯამა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. „ყოველდღიურად ვხვდები […]
აკაკი ბობოხიძე – „ევროპული საქართველო“ მხარს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს და სწორედ ამის გამო საპარლამენტო სიას არ წარვადგენთ

ხმების არ დაკარგვის მიზნით „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას – „ევროპული საქართველო“ მხარს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს და სწორედ ამის გამო საპარლამენტო სიას არ წარვადგენთ, – ეს განცხადება დღეს, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. ბობოხიძის თქმით, “ევროპული საქართველო“ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხმების არ […]