პაატა მანჯგალაძე „ოცნების“ ბანერებზე – ივანიშვილის ხელისუფლებისგან კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ – ძალა, რომელსაც დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია

არჩევნებამდე ივანიშვილის ხელისუფლებისგან კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ – ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს. მანჯგალაძის შეფასებით, ყველაფერი “ქართული ოცნების“ სისუსტეზე და მოახლოებული პოლიტიკური აღსასრულის დადგომაზე მიუთითებს. “ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის დაშინებისა და […]

სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს, კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერს, რომლზეც მაისში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ახლა კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. კონვერტზე ფოსტის შემოწმებისას გაამახვილეს ყურადღება სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. მასში მოთავსებული ტყვია რენტგენმა გამოავლინა. მომხდარი ბრატისლავის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელმა მიხალ ზეიფმა დაადასტურა. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. […]

სად გაივლის გუდაურის ახალი გზა?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან გუდაურამდე ახალი 5 კილომეტრიანი გზა გაიჭრება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, ახალი გზა სოფელი ზაქათკარიდან გაიჭრება, მისი დასრულება კი 2025 წელს იგეგმება. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეშეთი – კობის მისასვლელი გზის სახელშეკრულებო გზის ნაწილის ღირებულება დაახლოებით, 316 მილიონ ლარს შეადგენს. „ქვეშეთი – კობის საავტომობილო გზის პროექტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს გუდაურის […]

„იდენტიფიცირებულია კონკრეტული ადგილები“ – სად დამონტაჟდება გამონაბოლქვის მონიტორინგის სისტემები და როგორი იქნება სანქციები

თანამედროვე ევროპული პრაქტიკით ჰაერის ხარისხს დაახლოებით, 30 წერტილში ვზომავთ და იდენტიფიცირებული გვაქვს კონკრეტული ადგილები – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. მანვე ჩამოთვალა კონკრეტული რამდენიმე ადგილი, სადაც გამონაბოლქვის მონიტორინგის დისტანციური სისტემები დამონტაჟდება. „რუსთაველის, პეკინის, დადიანის, მელიქიშვილის გამზირები, ასევე ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ და ა.შ. […]

რას წერს ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. ზელენსკიმ ბაიდენს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო. ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად მან აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვების გეგმაც გააცნო, რომელსაც დეტალურად ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს განიხილავენ. “მე შევხვდი […]

“ქართული ოცნება”, მავნებლებო, იმავე რუსეთის მიერ მოკლული საქართველოს პატრიარქების ფოტოები განათავსეთ” – ეკა ხერხეულიძე

პოლიტიკოსი, ეკა ხერხეულიძე: ქართული ოცნება / Georgian Dream მავნებლებო, სანამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაბომბილ ეკლესიებს ბანერებად განათავსევთ, მანამდე, იმავე რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავტოკეფალიის წართმევის ოქმი გამოფინეთ, იმავე რუსეთის მიერ მოკლული საქართველოს პატრიარქების ფოტოები განათავსეთ, იმავე რუსეთის მიერ განადგურებული ეკლესია-მონასტრების კატალოგით ააჭრელეთ ქუჩები , და რაც მთავარია,ხვალ 27 სექტემბერია,საკუთარი სახლებიდან გამოყრილი და ჯოჯოხეთის გზაზე, ჭუბერში შეყრილი […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75.17 (+ 1.27) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 70.00 (+ 0,30) დოლარი/ბარელზე. oilnews.ge

თეონა აქუბარდია პრემიერის გაეროში გამოსვლაზე – ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება

ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, – ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“. აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. „თქვენ ახლა […]

შემოსავლების სამსახური – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით რუსეთში გაიგზავნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტ სიცხადეს საჭიროებს. მათივე განმარტებით, არცერთი ფაქტი არ არსებობს, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაიგზავნა. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას […]

“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” კამპანიაა” – პარტიაში საარჩევნო ბანერებს განმარტავენ

თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი – ფერადი. კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ – სენაკის თეატრი, რომელიც “ქართული […]