მატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ “ლიონი” დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხის შემდეგ “ჟორჟი” აუცილებლად ბევრს გაიტანს, ის ამას აუტსაუდერ “მეცში” ახერხებდა; ახალ […]

„ლეიბორისტებმა“ პარტიული სიის ათეული გამოაქვეყნეს

დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ათეული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მან სიასთან ერთად, კანდიდატების მობილური ტელეფონების ნომრებიც გამოაქვეყნა. სიაში არის „ლეიბორისტების“ წევრი, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. „ლეიბორისტული პარტიის“ სია: · შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე; · გიორგი გუგავა – პარტიის პოლიტიკური მდივანი; · ლაშა ჩხარტიშვილი – პარტიაში უფლებათა დაცვის ცენტრის […]

„ნაპოლი“ კვარაცხელიას ლუკაკუს მსგავს ხელფასს სთავაზობს

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ქართველ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ოდენობის ხელფასს სთავაზობენ, – ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ კარგად ვერ ითამაშა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის თვისებები საეჭვო ნამდვილად არ არის. ნეაპოლელების მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი პროექტი მასზე ააწყო. მარცხენა გარემარბი გუნდში ყველაზე ტექნიკური მოთამაშე და ერთ-ერთი იმ მცირერიცხვოვანთაგანია, […]

დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს

ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს. ეს სიგნალია, რომელიც ქვეყნებს იმ შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში, სხვადასხვა საშუალებებით და არა აუცილებლად ბირთვული საშუალებებით, მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის სოფლების – ბახვისა და დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოსახლეობასთან „ქართული ოცნების” გუნდის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ და ჩვენს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. აქ […]

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება გარედან დავალებული „მეხუთე კოლონა“ – ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები

ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება გარედან დავალებული „მეხუთე კოლონა“ – ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველას მოუწოდებს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა გაერთიანება, ეკონომიკური განვითარება“. „სხვა დიდ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში […]

“ნინო წილოსანის ამბავი მარტივადაა და ამასთანავე – რთულად, ამიტომაა სიაში 61-ე” – ვახო სანაია

ნინო წილოსანის ამბავი მარტივადაა და ამასთანავე – რთულად. ხელისუფლებას წლების განმავლობაში მახვილივით ჰქონდა დაკიდებული მისი ოჯახის თავზე 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმე. ეს გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს. 2016 წელს მოულოდნელად ჯემალ ჭკუასელის კანდიდატურა შეცვალეს და მის ნაცვლად გურიაში მაჟორიტარად ნინო წილოსანი დააყენეს. არადა ბანერებზე ჭკუასელი იყო გამოკრული. საინტერესო იყო ჭკუასელის განმარტება : ძალიან ბოლო მომენტში ქალბატონ […]

“ამ ზე@@@@ ბანერებს და ვიდეო რგოლებს მოშე არ გააკეთებინენდა…” – გიორგი ფოფხაძე

ისე ეტყობა ქოცებმა მართლა გააგდეს მოშე, პიარიდან და ვიღაც ყავთ “წიგნიერი დიტოეს” მსგავსი π აყვანილი თორე, ამ ზე@@@@ ბანერებს და ვიდეო რგოლებს არა ომზე და აირჩიე მშვიდობაზე, მოშე არ გააკეთებინენდა… პროფესიონალია კაცი ბოლო ბოლო..

ჯო ბაიდენი გერმანიაში „რამშტაინის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც ლიდერების დონეზე გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქტომბერში გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მოიწვევს, რომელიც ლიდერთა დონეზე გაიმართება. „მომავალ თვეში მოვიწვევ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ლიდერების დონეზე გერმანიაში, რათა კოორდინირება გაეწიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს […]