გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. „შეჯიბრებები გარდა სპორტის 7 სახეობისა (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი), გაიმართება მხიარულ სტარტებშიც. მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები. ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობასა და დისციპლინაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები. […]

ოთარ შამუგია – რაჭაში კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მდებარე ღვინის საწარმო დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „იწის მარანი“ წელს 20 ტონამდე ალექსანდროულის და მუჯურეთულის გადამუშავებას გეგმავს, საიდანაც 98%-ს მოსახლეობისგან შეისყიდის, დანარჩენი ყურძენი კი, საკუთარი ვენახებიდან იქნება. „კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების […]

ნინო ლაცაბიძე – ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შეძენილი ახალი ტექნიკის გამოყენებით, კიდევ უფრო ეფექტური გახდება ჩვენი შრომა, ჩვენი ქალაქი კი უფრო სუფთა და მოწესრიგებული

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და „რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის […]

უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი – საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ეწვია. მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს. „27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს […]

„მეღვინეობა ბარაკონის“ დამფუძნებელი – სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოში „მეღვინეობა ბარაკონი“ იმყოფებოდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, საწარმოს უკვე გადამუშავებული აქვს 100 ტონა ყურძენი და 100 ტონის გადამუშავებას კიდევ გეგმავს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს ახორციელებს […]

კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია იქნება

კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია იქნება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. “ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის”, – თქვა მალაშხიამ. კოალიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია უკვე წარადგინა. მათ ამ ეტაპზე პირველი ხუთეულია […]

PACE-ს დელეგაცია: თავისუფალი არჩევნები აუცილებელია ევროპაში ადგილის შენარჩუნებისთვის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან ერთად განცხადებას ავრცელებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ეს არჩევნები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ტარდება. მან აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ევროსტრუქტურებში ქვეყნის კანონიერი ადგილის შესანარჩუნებლად. “ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მოახლოებულ არჩევნებს […]

სტილისტურად ერთ-ერთ საინტერესო ორთაბრძოლა – თოფურიასა და ჰოლოვეის საჩემპიონო დაპირისპირების წინ

UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას (15-0), 15 ჩატარებული ბრძოლიდან, 13 გამარჯვება ნაადრევ ეტაპზე აქვს მოპოვებული, იქიდან 5 ნოკაუტით, 8 მტკივნეული ილეთით, ეს 87 პროცენტიანი, “ფინიშინგის მაჩვენებელია”. “ქართველ მატადორს” ზუსტად ერთ თვეში, 26 ოქტომბერს, UFC ABU DABI-ზე, ქვემსუბუქი წონის ლეგენდა მაქს ჰოლოვეისთან (26-7), საჩემპიონო ორთაბრძოლა ელოდება. ეს დაპირისპირება, UFC-ის გულშემატკივრებისთვის, სტილისტურად ერთ-ერთ საინტერესო ბრძოლად არის მიჩნეული, […]

“ლეიბორისტული” პარტიის საარჩევნო სია

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის საარჩევნო სია ცნობილია – სიის პირველ ნომრად პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილია დასახელებული. სიის შემადგენლობა ასეთია: · შალვა ნათელაშვილი · გიორგი გუგავა · ლაშა ჩხარტიშვილი · მიხეილ ქუმსიშვილი · ტარიელ კალანდარიშვილი · ნიკოლოზ ვარდოშვილი · ბექა ნათელაშვილი · თემურ წიკლაური · ირაკლი კიკვაძე · დავით მამალაძე

აშშ-მა უკრაინისთვის თითქმის 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 7,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინას ომში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. „ამიტომ დღეს ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მკვეთრ ზრდას და უამრავ დამატებით ზომებს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას ამ ომის მოგებაში“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. კერძოდ, ბაიდენმა პენტაგონს დაავალა, გამოყოს უკრაინის უსაფრთხოების […]