NATO-ში მესამე მსოფლიო ომისთვის გეგმებს ამზადებენ

NATO რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევისთვის საბრძოლო ხაზიდან დაჭრილთა ევაკუაციის გეგმას ამზადებს. პროგნოზების მიხედვით, ომი ფართო საბრძოლო ველზე გაიშლება და NATO-ს მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოჯისტიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსანდრ ზოლფრანკმა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში გააკეთა. გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფართო შესაძლებლობების გამო, დაჭრილთა თვითმფრინავებით ევაკუაცია შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს, […]
ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ დაუშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიაში მისივე გადაწყვეტილებით არ არის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ დაუშვილი საარჩევნო სიაში მისივე გადაწყვეტილებით არ არის. ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს ცესკოსთანაც განუცხადა, სადაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია დაარეგისტრირა. როგორც ბერდია სიჭინავამ განაცხადა, წარმოდგენილ სიაში ახალგაზრდა ადამიანების სიმრავლეა. „სია მაქსიმალურად მერიტოკრატიული პრინციპებით შეირჩა. ჩვენს სიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ქალბატონები, რადგან ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის აშშ-ის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის აშშ-ის მადლობა გადაუხადა. „უკრაინისთვის 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დღევანდელი განცხადებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესის, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ და მთლიანად ამერიკელი ხალხის მადლობელი ვარ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, […]
ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. პრესრელიზის თანახმად, პრაქტიკული სახელმძღვანელო ,,ბავშვზე მორგებული ეფექტური სანოტარო მომსახურება“ სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. სახელმძღვანელოს ნოტარიუსები და სამართლის სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ. მათივე ცნობით, პროექტის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა, […]
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია მოდელირებული ქრონიკის შინაარსის იდენტურია” – არჩილ გამზარდია

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია მოდელირებული ქრონიკის შინაარსის იდენტურია. – თუ არა ჩვენ, იქნება ომი, – ასეთი იყო მოდელირებული ქრონიკის პოლიტიკური შეტყობინებაც და ამჟამინდელი ხელისუფლების მთელი საარჩევნო კამპანიაც.
საოკუპაციო რეჟიმი ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, მოაწეროს ხელი დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კობახიძის გამოსვლა არის საქართველოს ხელისუფლების განმეორებითი რიტორიკის მაგალითი “იგივე მითიური ტერმინებით“. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება იმავე სულისკვეთებას გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს […]
“დღეს 19 საათიდან ხალხი შეკრებას დაიწყებს პარლამენტთან, რათა ეს ომი დავასრულოთ!” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: საქართველოში ომი მიმდინარეობს … ამ ომის შედეგად ინგრევა სახლები, სკოლა, ეკლესია… ნადგურდება გზები, სასაფლაოები… ამ ომს აწარმოებს ჯორჯიან მანგანეზი შუქრუთელთა წინააღმდეგ. ქვეყანა კი დუმს … დღეს 19 საათიდან ხალხი შეკრებას დაიწყებს პარლამენტთან, რათა ეს ომი დავასრულოთ!
ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება – ცესკოს გადაწყვეტილება

საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ, ცესკოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, ცესკოში “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა ანა კობახიძემ და ცესკოში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დავით ჯინჯოლავამ, ცესკოს სხდომა დატოვეს და სპეციალური განცხადება გააკეთეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა

“კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა. “ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა- ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. […]
კოალიცია ცვლილებისთვის საპარლამენტო სიის პირველ ოცეულს აქვეყნებს

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიის პირველ ოცეულს აქვეყნებს. სიის პირველი ნომერი ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხიაა.