აკრძალული საქალაქთაშორისო „მარშრუტკები“ რეგიონებზე გადანაწილდება – სააგენტო

მომავალი წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მაგალითად, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება. „2025 წლის 1-ლი მარტიდან ნებართვა უნდა აიღოს ყველამ, ხოლო 1-ლი ივნისიდან უკვე 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის ივლის მხოლოდ ავტობუსი. კონკრეტული ქალაქები არის მითითებული კანონში, მათი გამოყოფა მოხდა […]
ბათუმში ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა

ბათუმში 2000 მოსწავლეზე გათვლილი ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. „ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, […]
ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მათ შორის აფეთქებები ბეირუთში ნორვეგიის საელჩოსთანაც მოხდა. „ზოგიერთმა ნორვეგიელმა დიპლომატმა ლიბანი დატოვა. ელჩი და სხვა ნორვეგიელი დიპლომატები ადგილზე იმყოფებიან“, – განაცხადეს ნორვეგიის საგარეო უწყებაში.
ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. „ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები […]
IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს

ვფიქრობ, საერთო ჯამში აღმოვაჩინეთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, მოსამართლეები თუ მოსახლეობა, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა მაგალითად გამოდგეს, ვინაიდან, ამ ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები […]
ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რესპუბლიკის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. […]
ებრაული თემი იომ ქიფურს დღესასწაულობს

დღეს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება, ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე, როცა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელები ყოველგვარ საქმიანობას წყვეტენ და მარხულობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე განმარტებით, იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა. „ებრაელთა რწმენით, ამ დღეს ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან ათავისუფლებს. მორწმუნეები დღის […]
IPSOS-ის კვლევის ავტორი – საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან და ეს მონაცემები გაზრდილია

საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან და ეს მონაცემები გაზრდილია ჩვენს მიერ 2018 წელს, პირველად ჩატარებული კვლევის შემდეგ. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი შედეგია, ეს მოწმობს, რომ მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემის კეთილსინდისიერების გასაუმჯობესებლად ჩატარებული რეფორმები წარმატებული აღმოჩნდა, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა მართლმსაჯულების […]
ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი

„ქართული ოცნების“ ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს მმართველი ძალის „ბინძურ კამპანიას“ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს. „ზოგადად, „ქართული […]
ერთა შორის დიალოგი არც შემწყდარა – პესკოვი ქართველებისთვის ვიზის გამარტივებაზე

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარიტვებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რუს და ქართველ ერს შორის დიალოგი “არც შემწყდარა”. მისივე თქმით, “სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები” და “ჰუმანიტარული ურთიერთობები”ორი სხვადასხვა რამეა. “სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები – ეს ერთია, ხოლო ჰუმანიტარული ურთიერთობები, როცა საუბარია ერთა შორის დიალოგზე – ის, არსებითად, არც […]