ევროკავშირში ციფრული სამოგზაურო პასპორტის შემოღება იგეგმება

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ციფრული სამოგზაურო პასპორტის გამოყენება იქნება უფასო და ნებაყოფლობითი, მას ნაკლები შეფერხებები მოჰყვება და მოქალაქეებს შესთავაზებს უფრო მარტივ და უსაფრთხო მოგზაურობას ევროკომისიამ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ შენგენის ზონაში შემსვლელ თუ გამომსვლელ მოგზაურებს ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვა ახლა ციფრული ფორმატით შეეძლებათ. საზღვრების უფრო მარტივად და სწრაფად კვეთის მიზნით, შესაძლებელი გახდება სმარტფონზე იმ ინფორმაციის გადატანა, […]
გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრნენ. „გურჯაანის […]
თბილისმა ჩაის ფესტივალს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება. ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა […]
2022-2023 წლებში, საქართველოში რუსეთის 73 000 მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ს ინფორმაციით, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთის 73.7 ათასი მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში 815, 608 საქართველოს მოქალაქე წავიდა – IDFI-ის ცნობით, ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები (555,919) საქართველოს მოქალაქე. “2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა უკან სამშობლოში. ამავე დროს […]
ჩაის რეაბლიტაციის პროგრამის ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული – სოლომონ პავლიაშვილი ჩაის ფესტივალზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ჩაის რეაბლიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული. „ჩაის ფესტივალი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ […]
ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ. სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების […]
ინდოეთი რუსეთისათვის სანქცირებული ტექნოლოგიების მეორე უმსხვილეს მიმწოდებლად იქცა – „ბლუმბერგი“

ინდოეთმა გაზარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქცირებული ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში, – იუწყება Bloomberg-ი. ამერიკული გამოცემა იშველიებს რუსეთის ფედერაციის, შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციალურ პირებს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვების ქვეშ მყოფი საქონლის (მათ შორის – მიკროჩიპების, მიკროსქემებისა და ჩარხების) ინდური ექსპორტის მოცულობამ რუსეთში აპრილსა და მაისში ყოველთვიურად 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე […]
სოფელ ვაჩნაძიანში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – გარდაცვლილია ორი ადამიანი

გურჯაანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ- ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა. მსუბუქი ავტომრბოლი ეზოში მყოფ ორ ქალს დაეჯახა, შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ავტომობილი სახლში შევარდა, დაღუპულია 2 ქალი – ტრაგედია კახეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, გარდაცვლილია ორი პირი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ- ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და სადაც ორ ქალს დაეჯახა.შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა.ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ვეგეტარიანული პროდუქტების ასორტიმენტი ევროპულ ბაზარზე

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, აუკრძალონ მცენარეული საკვების მწარმოებლებს პროდუქტებზე ხორცთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება, მაგალითად, „ვეგეტარიანული ბურგერი“ ან „ვეგანური ფილე“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წევრ სახელმწიფოს პროდუქტის სახელწოდება კანონით აქვს დადგენილი. პროდუქტები, რომლებიც ისეთი ინგრედიენტებისგან მზადდება, როგორებიცაა სოია ან ხორბალი, სუპერმარკეტის დახლებზე ჯერჯერობით მომხმარებლისთვის ცნობილი დასახელებებით […]