შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება – მათ უმრავლესობის დეპუტატი იონათამიშვილი შეხვდა

შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნეფარიძემ მიაწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა. ნეფარიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან და დაზარალებულებთან იონათამიშვილს ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა. მისივე ცნობით, პრობლემის მოგვარების […]
ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეხური მონადირე რობოტი მნიშვნელოვან ობიექტებს დრონებისგან დაიცავს

აეროპორტების, ელექტროსადგურების, ციხეების და მნიშვნელოვანი პერსონების დაცვა – მონადირე რობოტმა Eagle.one-მ უახლოეს მომავალში შეიძლება ყველგან დაიმკვიდროს ადგილი. ის მსხვერპლს „მუცელში“ დამალული ბადის გამოყენებით იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი ანალოგი სხვა მანქანებიც არსებობს, ჩეხური მეცნიერების მიერ შექმნილი ეს პროდუქტი იმით არის განსაკუთრებული, რომ სწრაფად მფრინავი სამიზნეების დაჭერა შეუძლია. იმათიც კი, რომლებიც ძნელად პროგნოზირებად მარშრუტებზე მოძრაობენ. […]
სოფო ჯაფარიძე – თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ – ვერ გაგვაჩერებენ

ივანიშვილს თუ რამის ეშინია დღეს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. „ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება. სულ 13 დღე დარჩა და შეშინებულები არიან. ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა […]
ენმ აცხადებს, რომ მათი ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დაარბიეს პარტიის ოფისი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში. “შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული და შუშები დამტვრეული. აქაურობა ნამსხვრევებით არის სავსე” – თქვა ირაკლი ნადირაძემ. ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პოლიციას არ მიმართეს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ შსს […]
კამალა ჰარისმა მისი სამედიცინო გამოკვლევის მონაცემები გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა თეთრი სახლის ვებგვერდზე მისი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 59 წლის ჰარისი ჯანმრთელია, ფიზიკურად და გონებრივად სტაბილურია, არ ეწევა, იშვიათად და ზომიერად სვამს ალკოჰოლს, ვარჯიშობს, განიცდის მხოლოდ სეზონურ ალერგიას. ექიმის დასკვნის თანახმად, ჰარისს შეუძლია შეასრულოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ყველა დავალება, მათ შორის, როგორც […]
კომუნიკაციების კომისიამ „იმედი“ და „რუსთავი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად ცნო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო ტელეკომპანია “იმედი” ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ორივე ტელეკომპანიას უჩივლა კოალიციამ „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ “რუსთავი 2-მა” და “იმედმა”, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური […]
ქარიშხალ “მილტონის” შედეგების გამწვავებას ხელი კლიმატის ცვლილებამ შეუწყო – WWA

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. ფლორიდის შტატში გასულ კვირას მომხდარი სტიქიური უბედურება, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კლიმატის ცვლილებამ გაამწვავა – ამის შესახებ საერთაშორისო მეცნიერთა გუნდმა ანგარიში 11 ოქტომბერს გაავრცელა. World Weather Attribution-ის ანალიზის თანახმად, გლობალურმა დათბობა ქარის სიჩქარე 10%-ით გააძლიერა, ნალექის რაოდენობა კი 20-30%-ით გაზარდა. World Weather Attribution კლიმატის […]
ლატვიაში „ღორის აფრიკული ჭირის“ აფეთქება დაფიქსირდა

დობელის (ლატვია) მუნიციპალიტეტში, მეღორეობის ერთ-ერთ ფერმაში, „ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების)“ აფეთქება დაფიქსირდა. დაავადება ერთდროულად 14 ღორს აღმოაჩნდა. ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ეს მიმდინარე წელს ლატვიის მეღორეობის შინამეურნეობებში „ღორის ჭირით“ ინფიცირების მეშვიდე მასობრივი გამოვლინებაა. ვეტერინარული სამსახური იღებს შესაბამის ზომებს ეპიდემიის აღმოფხვრისა და ლოკალიზებისთვის. გარდა ამისა, დაზარალებულ ფერმაში ტარდება ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები. […]
ევროკავშირისგან დაფინანსებაზე უარის მიღებით, ლატვიის რეგიონულ მედიას გაკოტრება ელოდება

იმისთვის, რომ ლატვიაში რეგიონული ჟურნალისტიკა გადარჩენილიყო, ადგილობრივ გამოცემებს სთხოვეს, თავიანთი მასალების დიგიტალიზაციის (გაციფრულების) დაფინანსება ევროკავშირისთვის ეთხოვათ. თუმცა, „ლატვიის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელმა ლატვიის მედიიდან შესული ყველა განაცხადი უარყო. დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობის აუცილებელი პირობა ადგილობრივი პრესის გაძლიერებაა. ამისთვის კი საჭიროა მკითხველთა ჩვევების სიახლეებთან ადაპტირება, ციფრული კონტენტის მოცულობის გაზრდის […]
შსს – უწყების მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში. როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. ასევე, შსს განვმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის […]