აშშ-ის რომელი შტატებია კლიმატური პირობების მხრივ ყველაზე უსაფრთხო/სახიფათო?

Climate Central-ის მონაცემებზე დაყრდნობით, “კლიმატის ცვლილების რისკის ინდექსი” გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს, ამერიკის შეერთებული შტატების რომელი რეგიონები არიან კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მოწყვლადი და რომელ შტატებზე აქვს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი “ჰელენის” მსგავს კლიმატურ კატასტროფებს ყველაზე ნაკლები გავლენა. ახალი ინდექსი ამერიკის 48 შტატის შეფასებას აერთიანებს, რადგან ალასკასა და ჰავაიში მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის – კვლევა აჩვენებს, კლიმატის […]
შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება – მათ უმრავლესობას დეპუტატი იონათამიშვილი შეხვდა

შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნეფარიძემ მიაწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა. ნეფარიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან და დაზარალებულებთან იონათამიშვილს ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა. მისივე ცნობით, პრობლემის მოგვარების […]
ლატვია: ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეშფოთებას იწვევს

2021 წელს ევროკავშირში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გამოწვეული გარდაცვალების 190 900 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანი სიკვდილიანობის 3,6%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მიზეზით, 100 000 მოსახლეზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საშუალოდ, 38 ადამიანი იღუპება. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ალკოჰოლის მოხმარების კუთხით ლატვიის მაჩვენებლები, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, განსაკუთრებით […]
ვილი სანიოლი – უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება

უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის – მთავარია, ალბანეთთან მატჩი უკეთ დაიწყოს და დავალებები შესრულდეს. “უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. […]
ლევან ხაბეიშვილი – ვარკეთილის ოფისის დარბევაზე დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელი ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. კომუნიკაციის დროს ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ასეთი რამ ვარკეთილში ძალიან მძიმე საყურებელია, მათ […]
ანდრეი სიბიგა – უკრაინელი ტყვეების სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირდება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსი ჯალათებისა და მწამებლების დაპატიმრების ორდერი უნდა გამოსცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რომ მკაცრი რეაგირება მოახდინონ რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილით დასჯაზე. მინისტრი სიბიგას თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. „უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ რუსეთის ფედერაციის არასათანადო მოპყრობა არის აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და ჩვეულებების უხეში დარღვევა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი […]
ყურძნის იმპორტი მაქსიმუმზეა – მთავარი მომწოდებლები ირანი, სომხეთი და უზბეკეთია

საქართველოში ყურძნის იმპორტი მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) ქვეყანაში 2 041 ტონა ყურძენი (ახალი ან გამხმარი) შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო. გასული წლის იგივე პერიოდში 2.9 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2.3 მილიონის და ა.შ. მიმდინარე წლის მონაცემების […]
უკრაინა საარბიტრაჟო სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს რუსეთი, რომ ყირიმის ხიდის დემონტაჟი მოახდინოს

უკრაინა საარბიტრაჟო სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს რუსეთი, რომ ყირიმის ხიდის დემონტაჟი მოახდინოს ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, უკრაინამ მსოფლიოში უძველეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. ოფიციალური კიევი ითხოვს, მოსკოვს იმ ხიდის დემონტაჟი დაევალოს, რომელიც რუსეთმა იმიტომ ააგო, რომ ოკუპირებული ყირიმი მატერიკთან დაეკავშირებინა. ორი ყველაზე დაუძინებელი მტერი ერთმანეთს ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლის ველიდან შორს, ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (PPTS) დარბაზებში შეებრძოლება. […]
ინდონეზიამ Apple-სა და Google-ს აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვის თხოვნით მიმართა

ინდონეზიამ Alphabet-სა და Apple-ს მცირე მოვაჭრეების დასაცავად, ჩინური სავაჭრო აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვა სთხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. ინდონეზიის კომუნიკაციების მინისტრის, ბუდი არიე სეტიადის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პრევენციულ დაცვას PDD Holdings Temu-ს მიერ შემოთავაზებული იაფი პროდუქტებისგან. Temu-ს ბიზნეს მოდელია მომხმარებლები პირდაპირ ჩინეთში, ქარხნებთან დააკავშიროს, რაც ფასების მნიშვნელოვან […]
BILD – გერმანია უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემას აღარ აპირებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ დაეთანხმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე, როგორც ჩანს, არ აპირებს ქვეყანას მძიმე ტექნიკა გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BILD-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დროს ზელენსკიმ ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან : დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთში სტრატეგიული […]