სოფლად მცხოვრებ ხალხს ურჩევნია ქალაქში მშენებლობაზე იმუშაოს, ვიდრე თხილის ბაღს მოუაროს – ლევან ქარდავა

„სოფლად მცხოვრებ ხალხს ურჩევნია ქალაქში მშენებლობაზე იმუშაოს, ვიდრე თხილის ბაღს მოუაროს“, – ამბობს ლევან ქარდავა, საქართველოს თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იტყობინება EastFruit. ქარდავას თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა თხილის ხარისხია, თუმცა ფერმერების მხრიდან პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობის სურვილი არ არსებობს. „თხილის კომპანიების პრობლემა საბრუნავი კაპიტალის ხელმისაწვდომობაა, მაგრამ მთავარ პრობლემად რჩება პროდუქციის დაბალი ხარისხი. ერთია […]
უკრაინის გენერალური პროკურორი – თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, ბრაზილია მას დააკავებს

თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს , – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. „იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ პუტინი შესაძლოა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს, მსურს გავიმეორო, რომ ბრაზილიის ხელისუფლების, როგორც რომის სტატუტის მხარის ვალდებულებაა, იგი დააკავოს, თუ ჩასვლას გაბედავს“, – განაცხადა ანდრეი კოსტინმა. უკრაინის გენერალურმა […]
„ოცნების“ კოორდინატორებმა ჩემი ძმები ჩაწერეს მხარდამჭერების სიაში – მორგოშია

პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირად ნომერს ართმევენ და თავიანთ სიებში მმართველი პარტიის მხარდამჭერებად აფორმებენ. მორგოშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სიაში მხარდაჭერებად ჩაწერილ მოქალაქეების უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარდამჭერი საერთოდ არაა. ასეთ მაგალითად მორგოშია თავის ძმებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პარტიის მხარდამჭერების სიაში ჩაწერეს. მორგოშიას […]
შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, […]
ჰალანდი მზად არის „სიტი“ დატოვოს და ლა ლიგაში გადავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი მზად არის მომავალი წლის ზაფხულში ინგლისური კლუბის დასატოვებლად. გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, 24 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება, მაგრამ თავად თავდამსხმელს ძალების მოსინჯვა ესპანეთის ჩემპიონატში სურს – „რეალში“ ან „ბარსელონაში“. ჰალანდის მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ნორვეგიელმა ამ სეზონში მანჩესტერული კლუბის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და […]
ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს სანქციები დაუწესა

მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული „რეგიონში სეპარატიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი, ცდილობს დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“. გუცულის გარდა ევროკავშირმა სანქციები ოთხ ფიზიკურსა და ერთ იურიდიულ პირს […]
გიორგი ვაშაძე – მთელი საქართველო ერთიანია, “ოცნება” მარცხდება – ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ერთად დავდგეთ

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დიდ დიღომში მსვლელობისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად წავა, ევროპისკენ და „მოიშორებს იზოლაციას“. “მთელი საქართველო ერთიანია, “ქართული ოცნება” მარცხდება. ვაფხიზლებთ, ვაერთიანებთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ერთად დავდგეთ. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ […]
“სამუშაოები მიმდინარეობს” – როდის აღდგება უშგულის კაფე “ენგური”?

სვანეთში, უშგულში, 18 სექტემბრის დამწვარი “კაფე-ბარ ენგურის” აღდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ ობიექტის მენეჯერმა ქეთი ჩუბინიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.მისი ინფორმაციით, ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და შენობა მომავალი წლის ზაფხულისთვის აღდგება, ხოლო, როდის მიიღებს “ენგური” პირველ სტუმრებს, ეს უმთავრესად ფინანსებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. “ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესი სესხით დავიწყეთ. შენობა მომავალი […]
გახარია: პრემიერობისას მაღალი რეიტინგი მქონდა, გამოაქვეყნეს ოცნების ლიდერის საშუალო რეიტინგი

ყოფილი პრემიერმინისტრი, გახარია საქართველოსთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში ყოფნისას მისი პერსონალური რეიტინგი GORBI-ს კვლევის მიხედვით სხვა ლიდერებთან შედარებით მაღალი იყო, რის გამოც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამაზე გახარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. მმართველი გუნდის რეიტინგებზე საუბრისას წამყვანმა თქვა, რომ GORBI-ს კვლევით ქართული ოცნება 60%-მდე რეიტინგს იწერს და […]
Reuters: EU აპირებს გააფრთხილოს საქართველო, რომ ოცნება საფრთხეს უქმნის გზას EU-სკენ

Reuters-მა 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასკვნის პროექტის ტექსტი მოიპოვა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ლიდერები აპირებენ საქართველო არჩევნებამდე გააფრთხილონ, რომ მისი ხელისუფლება ევროკავშირისკენ ქვეყნის გზას საფრთხის ქვეშ აყენებენ. “საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოქალაქეები ევროკავშირთან გაერთიანების მომხრენი არიან. ქართული ოცნების მეგობრული რიტორიკა რუსეთის მიმართ, სადაო კანონი, […]