გიორგი მარგველაშვილი – ხელისუფლებას შევცვლით მშვიდობიანად – ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება გადმობარებულია

დღეს ერთად ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად და გავიმარჯვებთ სერიოზულად და ხელისუფლებას შევცვლით მშვიდობიანად! , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, „ძლიერი საქართველოს“ სახით შედგა ისეთი ძალა, რასაც ქართველი ამომრჩეველი ითხოვდა, შედგა ის ძალა, რომელიც […]

„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 48 წლის ლორენ ვინატიემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი დანაშაულს აღიარებს და რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა. რუსი გამომძიებლების განცხადებით, ფრანგი პოლიტოლოგი და შვეიცარიული „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ […]

,,ამ გაზონზე გასვლისთვის ისეთი სიტყვებით გვწყევლა მორჩილმა თომამ, 3 დღე პახმელია მქონდა“ – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სვეტიცხოვლის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ერთხელ მეგობრის ჯვრისწერაზე, ფოტოს გადასაღებად გაზონზე გადავედით… ისეთი სიტყვებით გვწყევლა მორჩილმა თომამ, 3 დღე პახმელია მქონდა აჰა, აი ესაა თქვენი რწმენა და მერე ნუ გაგიკვირდებათ, მეორედ მოსვლა რომ აღარ უნდება იმ კაი კაცს! სვეტიცხოვლობას გილოცავთ, ისტორიის, საქმის, ერთგულების და სიყვარულის დღესასწაულს”

ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

VEON–ი შტაბ-ბინას ამსტერდამიდან დუბაიში გადაიტანს

სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი VEON–ი სათაო ოფისის ამსტერდამიდან დუბაიში გადატანას გეგმავს – ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. კომპანიის საოპერაციო ცენტრი დუბაიში 2022 წლიდან მდებარეობს. შტაბ-ბინის გადატანის გადაწყვეტილება ასახავს ფოკუსის სტრატეგიულ ცვლილებას იმასთან დაკავშირებით რომ კომპანიის საქმიანობა იყოს ახლოს იმ ბაზრებთან, სადაც ის ოპერირებს. VEON–ი ოპერირებს უკრაინის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის ბაზრებზე. კომპანიის უმსხვილესი აქციონერიაLetterOne, რომელიც ფლობს […]

ყოველი 10 ამერიკელი ამომრჩევლიდან 1, ნატურალიზებული მოქალაქეა – ისინი, ვინც აშშ-ში არ დაბადებულან

“პიუს” ცენტრის კვლევის მიხედვით, იმიგრანტები ამერიკის ელექტორატის 10 პროცენტს შეადგენენ. მათი უმრავლესობა შეერთებულ შტატებში უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს.

ელგუჯა ხოკრიშვილი – კალაძის განცხადება სამარცხვინოა – ანა ლიურმანის პორტფელში ევროკავშირთან ურთიერთობებია, შევედით ძალიან საშიშ ფაზაში

სამარცხვინოა კალაძის განცხადება და სამწუხარო , – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელი, ელგუჯა ხოკრიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ანა ლიურმანზე საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში”. როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ქვეყანა შევედით ძალიან […]

,,დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა” – ფიშერი

,,დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა” – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე შეგახსენებთ, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე თქვა, რომ “ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში”

„PPA კონტრაქტებს ძირითადად მზის კომპანიები იყენებენ“ – ჩატარდება თუ არა მესამე CFD აუქციონი?

გახდება თუ არა საჭირო ენერგოპროექტების განსახორციელებლად მესამე CFD აუქციონის ჩატარება, მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მეორე CFD აუქციონში დადგენილი ტარიფი ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისთვის მისაღები არ არის, ამიტომ წლის ბოლოს გაირკვევა, რამდენი პროექტის ინვესტორი მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს PPA კონტრაქტის მისაღებად, რა სქემაც სწორედ მეორე სიმძლავრის აუქციონში […]

მეუფე შიო – საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა, საღვთო გზით ევლო, ამიტომაც გადავრჩით და ღმერთიც ამ გზაზე გვეწეოდა

საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა, საღვთო გზით ევლო. ამიტომაც გადავრჩით და ღმერთიც ამ გზაზე გვეწეოდა , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ(მუჯირი) შიომ მცხეთობას – სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს განცხადებით, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, […]