SpaceX-მა გიგანტური კოსმოსური ხომალდის ამაჩქარებელი დაიჭირა

SpaceX-ის მეხუთე საცდელი ფრენის დროს, გიგანტური მექანიკური ხელების მეშვეობით, რაკეტის პირველი საფეხურის ამაჩქარებელი გასაშვებ მოედანზე პირველად დაბრუნდა. ეს იყო კომპანიის კიდევ ერთი მოწინავე საინჟინრო მიღწევა თავის მცდელობაში, მთვარეზე და მარსზე წასავლელად მრავალჯერადი გამოყენების აპარატი შექმნას. რაკეტის პირველი საფეხური, „სუპერ მძიმე“ ამაჩქარებელი, SpaceX-ის ტეხასის სარაკეტო ობიექტიდან გაუშვეს, რომელმაც ხომალდის მეორე საფეხური კოსმოსისკენ გაგზავნა. დაახლოებით 70 კმ […]
იტალიური პრემია ნინო ხარატიშვილს

ქართველ მწერალს ნინო ხარატიშვილს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პრემია მიენიჭა. წიგნისთვის „უკმარი სინათლე“ მან მარიო ლატესის სახელობის საერთაშორისო პრემია მიიღო. პრემია საუკეთესო იტალიურ და უცხოურ მხატვრულ წიგნებს გამოავლენს და აჯილდოვებს. ნინო ხარატიშვილის “უკმარი სინათლე იტალიურად გამომცემლობა Marsilio-მ გამოსცა.
მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. „შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, 16 სოფლის […]
„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 48 წლის ლორენ ვინატიემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი დანაშაულს აღიარებს და რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა. რუსი გამომძიებლების განცხადებით, ფრანგი პოლიტოლოგი და შვეიცარიული „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ […]
ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მთავრობის გაფრთხილებას გეგმავენ

ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას აპირებენ, რომ მისი ქმედებები ბლოკში ქვეყნის გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის წინ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტშია ნათქვამი. 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ბლოკის “მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე”, თუმცა ასევე განმეორებით ისაუბრებენ იმ […]
გერმანიის სპეცსამსახურების უფროსებმა ბუნდესტაგში ისაუბრეს რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეზე

გერმანიაში ფედერალური დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის (BND) პრეზიდენტი ბრუნო კალი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან კონკრეტული სამხედრო საფრთხის არსებობის შესახებ. „არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ ნატოზე პირდაპირი თავდასხმის განხორციელება“, თქვა კალმა ორშაბათს ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტში გამართულ დაზვერვის ხელმძღვანელების ღია მოსმენაზე. კალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კრემლი გერმანიას მოწინააღმდეგედ განიხილავს“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ […]
“ძლიერი საქართველოს” საარჩევნო კლიპმა სოცქსელები დაიპყრო – ვიდეო

კოალიციამ “ძლიერი საქართველო” გაავრცელა ახალი, საარჩევნო კლიპი, რომელმაც უმოკლეს დროში მოწონების და გაზიარების რეკორდი მოხსნა. კლიპი “ფორმულა კრეატივმა” გადაიღო და მასში არაერთ ცნობილ ადამიანთან ერთად, მოქალაქეები, ამომრჩევლები მონაწილეობენ. ვინ დაიტოვებს წელს ბავშვებს და რა გახსენდება ცხრაზე?, – ამ კითხვებზე პასუხებს კლიპში იპოვით: https://
საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს ძირითად შემადგენლობაში ჰყავს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე. გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს […]
ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 580.7 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.033 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.658 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 580.7 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.452 მლრდ დოლარს შეადგენდა (მაშინდელი კურსით 22.639 მლრდ ლარი). ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის […]
ჩინეთის მოქალაქეები ყიდულობენ პრემიუმ კერძო სახლებს, ფულს აბანდებენ დიდ პროექტებში, განსხვავებით ისრაელის მოქალაქეებისგან – „საკურა ფროფერთის“

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ისრაელისა და ჩინეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ისინი ყიდულობენ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ისე პრემიუმ კერძო სახლებს, მიწებს, ასევე დაინტერესებული არიან კომერციული უძრავი ქონებით. მოთხოვნა გაზრდილია როგორც დედაქალაქის, ისე ბათუმის ბაზარზეც. 2024 წლის 8 თვეში დედაქალაქში 1,953.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, 1%-ით მეტი ვიდრე […]