ნაზი ჯანეზაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა – სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან

გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა – დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული ერთ-ერთი პრობლემა სასამართლოს განაჩენების არ გამოქვეყნებაა. „მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში […]

ბრიტანეთის ელჩი ასახელებს საქართველოსთან შეწყვეტილ პროგრამებს

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი ამბობს, რომ საქართველოსა და დასავლურ პარტნიორებს შორის უერთიერთობა დააზიანა მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადადგმულმა ნაბიჯებმა. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს. „მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხი რუსული დრონი გაუჩინარდა, ერთი დრონი კი ჰაერშია. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, […]

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელმა ბოლო 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა

ისრაელმა გასულ 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 200-ზე მეტი ჰეზბოლას სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი ჰეზბოლას ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.

დღეს იმერეთში, სახალხო-რელიგიური დღესასწაული – მოწამეთობა აღინიშნება

დღეს იმერეთში, სახალხო-რელიგიური დღესასწაული – მოწამეთობა აღინიშნება. მოწამეთობა (ოწრიფობა) იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია XVIII საუკუნიდან არსებობს. გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში […]

„ტრამპი თაუერი“, „ბათუმი რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – როგორი იქნება წლების წინ დაანონსებული და რამდენჯერმე შეცვლილი $500 მლნ-იანი პროექტი ბათუმში

„ტრამპი თაუერი“, „ბათუმი რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – როგორი იქნება წლების წინ დაანონსებული და რამდენჯერმე შეცვლილი $500 მლნ-იანი პროექტი ბათუმში „ტრამპი თაუერი“, „ბათუმი რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – ეს იმ პროექტის სახელწოდებების ჩამონათვალია, რომელიც ბათუმში ჭაჭის კოშკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა რამდენჯერმე მისი არამხოლოდ დასახელება, არამედ კონცეფციაც შეიცვალა. წლების წინ […]

ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა და საქართველოს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა

ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა და საქართველოს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა. ნიდერლანდების ნაკრები „ფეარ პლეის“ პრინციპების ერთგული დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მეტოქე მაინც დიდი ანგარიშით დაამარცხა – ანგარიში ემეგამ […]

უორდი: პირველად 10 წლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ გაგვეყინა “უორდროპის დიალოგი”

გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეტ უორდის განცხადებით, ქართული ოცნების ქმედებების გამო ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა ყოველწლიური ე.წ. უორდროპის დიალოგი გაეუქმებინა. ამასთან, გაუქმა თავდაცვის ძალებს შორის მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეჩერდა კიბერუსაფრთხოების პროგრამა. როგორც ელჩმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა დასავლელი პარტნიორებთან ურთიერთობა გააფუჭა. “ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის […]

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი – ბორელი

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი – ბორელი „მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი […]

მამუკა კორძაია მსოფლიო ჩემპიონია

ჭიდაობის ფედერაციის წევრ სახეობაში, ქვიშის ჭიდაობაში დასრულდა მსოფლიო სერიების მე-5, დასკვნითი ეტაპი, სადაც +90კგ წონით კატეგორიაში მამუკა კორძაია ვერცხლს დაეუფლა . ქართველმა მოჭიდავემ წლეულს მსოფლიო ჭიდაობის 5 სერიიდან 4-ში იასპარეზა, სამჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ვერცხლს დასჯერდა, ჯამური ქულებით კი დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა