საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში იმართება. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე განიხილება ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები, ასევე, ევროპული კავშირის გაფართოების მიზნები და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა […]

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ნატოს გენერალური მდივანი: „ალიანსი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს უკრაინაში“

ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარებისა და განაგრძობს კიევის მტკიცე მხარდაჭერას, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარე სამხედრო ბაზაზე პირველი ვიზიტისას. ბაზაზე განლაგდება უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ცენტრი. „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი] გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე აუცილებლის კეთებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ აღწევს თავის მიზნებს და რომ […]

ამომრჩევლებს, რომელთაც გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ – დღეს იწურება ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც

ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, თუ […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარების პროცესებში. „ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომელთა ხელშიც ჩვენი ქვეყნის […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა – კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონის გამგებელ – ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ – ლევან ჯაფარიძესთან ერთად, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა N16-ში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. „ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დავით კაჭარავამ […]

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

სენაკსა და ზუგდიდში პოლიციელები მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ – წითლიძე

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, სენაკსა და ზუგდიდში პოლიციელები ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ. დღეს, 15 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ის პოლიციელები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. „დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის […]

არჩევნების შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება

„არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება.”– ამის შესახებ განცხადება გააკეთა მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წარმომადგენელმა ვატო შაქარიშვილმა. “რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის […]

იტალიის ნაკრებში მალდინების გვარი გრძელდება – “სკუადრა აძურას” ფორმით დანიელმაც ითამაშა

იტალიის ნაკრებში მალდინების გვარის ერა გრძელდება. ამჯერად “სკადრა აძურას” რიგებში დანიელ მალდინიმ ითამაშა, რომლის დებიუტიც ერთა ლიგის საშინაო მატჩში ისრაელთან საშინაო 4:1 მოგებულ შეხვედრაში შედგა. “მონცას” ფორვარდი მოედანზე 73-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის მაგივრად გამოჩნდა. დანიელის მამის პაოლო მალდინის დებიუტი იტალიის ნაკრებში 1988 წელს შედგა და მან ქვეყნის მთავარი მაისურა 126 შეხვედრაში მოირგო. რაც შეეხება დანიელის […]