აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება

აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა. ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს […]
ნიკა ელისაშვილი – 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ვაზისუბანსა და ელიაზე მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ისანში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. „შეხვედრები მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. ამ ადამიანებისათვის აქტუალური საკითხები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მეც აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. შევთანხმდით, რომ 26 […]
„ოცნებასთან“ აფილირებული მოძრაობა ოპოზიციის ამომრჩევლებს გასამართლებით აშინებს

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ არჩევნების წინ გასამართლებით აშინებს იმ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უჭერენ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება“ აერთიანებს თითქმის მთელ ოპოზიციას, მათ შორის ენმ-ს და მის ირგვლივ შექმნილ კოალიციას (“სტრატეგია აღმაშენებელი”, „ევროპული საქართველო“), ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიციას და გიორგი გახარიას პარტიას.საპარლამენტო არჩევნების […]
პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა .
საქართველოს ფოსტის გენდირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში იმართება. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე განიხილება ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები, ასევე, ევროპული კავშირის გაფართოების მიზნები და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა […]
ირაკლი კირცხალია – მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ლობისტურ ჯგუფს შეუერთდა

როდესაც მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს, ამაში გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის შეურაცხყოფაა. „ბორელის განცხადებას ყველაზე რბილადაც არ ვიცი რა უნდა ვუწოდო – ეს განცხადებები ორმაგი, […]
ქეთევან თურაზაშვილი – კასპში სამი წელია სამშობიარო აღარაა

კასპში სამი წელია სამშობიარო აღარაა. ადამიანები 40-50 კილომეტრს გადიან, როდესაც მათ სჭირდებათ სამშობიარო, რაც პრობლემაა მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა კასპში კამპანიური გასვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობამ ამ საკითხზე ჩივილითა და წუხილით თავად მიმართა და დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები არ ადარდებს, უნდა შეიცვალოს. […]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი ლიეტუვასთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. 43-ე წუთზე ანგარიში გიორგი მეფარიშვილმა გახსნა. 45+3 წუთზე კი გიორგი ნიკოლაიშვილმა ეფექტური გოლით საკუთარი გუნდი წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს 12, 15 და 18 ნოემბერს გამართავს. საქართველოს 19-წლამდელთა […]
„ის რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია“ – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია ბაძიონა. „ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხება ტურიზმსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წლის თემატიკა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკაა – ტურიზმი და მშვიდობა. ყველაზე ჰუმანური ეკონომიკური სექტორი კაცობრიობამ შეიძლება შეინარჩუნოს ურთიერთგაგების, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის გზით […]
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 40%-ით შემცირდა, ყირგიზეთიდან 111%-ით გაიზარდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი […]