რა საკითხები განიხილა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე?

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის ცენტრალური ბანკის (MNB) ვიცე-პრეზიდენტთან, ბარნაბაშ ვირაგთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და უნგრეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემების ხელმძღვანელი ლაიოშ ბართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელოვან როლს […]

მსოფლიოში ცხოველთა კვების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ფასი 10-15%-ით გაიზარდა – “ნუტრიმაქსი”

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ცხოველების საკვებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირებას, ცუდი მოსავლიანობით ხსნის. “საქმიან დილაში” საკითხზე საუბრისას ბექა ბექაია აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლის და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობს.

„ახლოდან დავაკვირდებით საპარლამენტო არჩევნებს“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახლოდან დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვსურს ვიხილოთ. ახლოდან დავაკვირდებით [არჩევნებს] მომავალ დღეებში“, – განაცხადა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ.

“არცერთი ნაბიჯით უკან! დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ” – კალაძე –

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში: მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ! მივესალმები მესტიას, ფოთს, აბაშას, სენაკს, ხობს, მარტვილს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას, მივესალმები ჩვენს ძვირფას ზუგდიდს და ზუგდიდელებს!!! სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში, ნათლად იგრძნობა რამხელა კულტურის მატარებელია საქართველო, რა სიმდიდრე გააჩნია მას […]

ფიბა-ს ეგიდით მერაბ რატიშვილი მე-400 მატჩს მოემსახურება

16 ოქტომბერს გამორჩეული დღეა ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისრის, მერაბ რატიშვილის პროფესიულ კარიერაში. გამოცდილი საკალათბურთო სპეციალისტი ფიბა-ს ეგიდით გამართულ მე-400 მატჩს მოემსახურება. ეს მოხდება ხვალ, ბაქოში, ფიბა ევროპის თასის მატჩზე, რომელშიც აზერბაიჯანული “საბაჰი” ბერძნულ “მარუსის” უმასპინძლებს. რატიშვილი საქართველოდან მარტო არ იქნება ამ მატჩის მომსახურე ბრიგადაში. მოედანზე მყოფი 3 მსაჯიდან ერთ-ერთი კირილე თვაური იქნება, რომელიც არა ქართველი […]

U21. საქართველოს ნაკრებმა თამაში შემოატრიალა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა! [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ალჩევსკი […]

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა. ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, – წერს მიშელი.

მამუკა მდინარაძე – გამართლება არ აქვს თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისა და მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, დღესაც ყურში რომ ჩაგვესმის მეგრელი კაცის განწირული ყვირილი

არანაირი გამართლება არ აქვს, მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის – ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, იქნება სააკაშვილი, გვარამია, გახარია თუ ხაზარაძე, იმიტომ უნდა აგონ თქვენს წინაშე პასუხი, რომ ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან

როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის – თქვენს წინაშე პასუხი, რომ სამწუხაროდ, ისინი, ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი […]

თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა

ევროპაში ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air -მა შეწყვიტა ფრენა ევროპაში ახალი სანქციების გამო, რომლებიც ირანს დაუწესეს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო, რასაც, როგორც სააგენტო ირნა იტყობინება, ირანი უარყოფს, ისევე როგორც აცხადებს, რომ უკრაინასთან რუსეთის ომში ნეიტრალურია. Iran Air-მა ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს აცნობა სანქციების გამოცხადების შემდეგ, იტყობინება Euronews-ი. Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, […]