პრაღაში ტურისტებისთვის პაბებში ღამის ექსკურსიები აკრძალეს

ჩეხეთის დედაქალაქის – პრაღის ხელისუფლებამ აკრძალა ტურისტული სააგენტოების ორგანიზებული ღამის ექსკურსიები პაბებში, რათა უფრო კულტურული ტურისტები მიიზიდონ – იუწყება ბრიტანული გაზეთი The Guardian. როგორც პრაღის მერიაში განაცხადეს, ქალაქს სურს მიიზიდოს უფრო კულტურული და შეძლებული ტურისტები და არა ისინი, რომლებიც ცოტა ხნით ჩადიან დასალევად. ჩეხეთის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაცლავ სტარეკი მიესალმა მერიის გადაწყვეტილებას. interfax

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პენტაგონი – აშშ-ს ისრაელისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვა ვალდებულებები აქვს – ეს არის განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის THAAD-ის სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს უკრაინისთვის – განათავსოს THAAD-ი პოლონეთში […]

„გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილოს. ამის შესახებ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შემდეგი კითხვის პასუხად განაცხადა: „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რა მოლოდინები გაქვთ და რას მოიმოქმედებთ ამის თავიდან ასაცილებლად?“ „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები […]

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი გაუშვა

16 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულები 136 დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. საჰაერო თავდაცვამ 51 დრონი ჩამოაგდო სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკივის, ჟიტომირის, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქების თავზე. კიდევ 60 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში “ლოკაციურად დაიკარგა”. ამასთან, ინფორმაციის გავრცელების დროს, შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 51 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 60 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 2 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 20 დრონი ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობს. „7:00 საათის მდგომარეობით, საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. „მედიის წარმომადგენლებს გურჯაანის ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა, […]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფშია

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა. ამ მატჩამდე ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან 0:3 წააგო და საქართველოს 21-წლამდელების ნაკრებს გაუჩნდა შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ საბა […]

„მთავრობა არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. მისი საგარეო პოლიტიკა არის ჩავარდნილი“ – თემურ ჭყონია

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება. წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესის ნაწილი დაკვირვების რეჟიმშია. კერძო სექტორში ამბობენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მათი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესია. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, როგორ აფასებს მოახლოებულ არჩევნებსა და პოლიტიკური ვითარების ბიზნესზე გავლენას თემურ ჭყონია. ბიზნესმენს ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით. – რა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ოქტომბერს – ახალი კურსი

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ოქტომბერს – ახალი კურსი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]