ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ ლიბანიდან გაერო-ს სამშვიდობო ძალებს არ გაიყვანენ

ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ ლიბანიდან გაერო-ს სამშვიდობო ძალებს არ გაიყვანენ, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა. „გაყვანის ან სხვა რაიმე მსგავსის შესახებ დებატები არ ყოფილა. ისინი იქ დარჩებიან, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება უმთავრესია და იგი ყველამ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს […]
რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყენას – აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, – აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.
GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრები გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, შეხვედრები კითხვა-პასუხის, დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, პრაქტიკულ მაგალითებზე […]
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ზეინაფ ბაირაქს უმასპინძლა

15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ისაუბრა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც სამსახურს, წლების განმავლობაში TIKA-სთან აკავშირებს; განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებს, […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ

საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის […]
„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს ამ არჩევნებზე. „ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. […]
ავარია თბილისში – არის მსხვერპლი

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან – დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS]

საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ქართველი გულშემატკივრები ცოტათი დაზაფრა. ყველაზე დიდი მოლოდინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, შესაბამისად, მის გამოსვლაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებაა. რა თქმა უნდა, “კვარას” გოლი და შედეგიანი პასი არ ჰქონდა, ბევრად წარმატებული სანაკრებო მატჩებიც გვახსოვს, თუმცა მისი თამაში უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, თანაც ამ ახალი და უცნაური ტაქტიკის ფონზე. მოგეხსენებათ, ალბანეთთან შეხვედრის სტადიონიდან […]
სანქციები არის კონტრპროდუქტიული – პრემიერი

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლების ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი […]
პრემიერი – სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია – დაგვისანქცირეს პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანები, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დაკვირვებისთვის – როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი NGO-ები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“. მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი სახის დაკვირვებისთვის […]