“ვზივარ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით და ვფიქრობ…” – მოროშკინა

ვზივარ კაფეში და ველოდები ჩემს რიგს,სანამ მანქანას გარეცხავენ… ამ დროს შემოდის თანამშრომელი წითელი,სურნელოვანი გულით… – ლალი, ეს მამაკაცმა დაგიტოვათ, აქ ყვავილები არ იყიდება და ეს მაინც გადაეცითო, 2012 წელს ციხეზე რომ შემოვიდა სიკვდილს გადამრჩინაო… ვზივარ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით და ვფიქრობ, ესაა პასუხი მობულინგეებზე, ბოროტებზე, შურიანებზე, რომლებიც ყველა მხრიდან მიტევენ. მადლობა ღმერთო, ამ შესაძლებლობისთვის და ამ […]

“კობახიძე და ოცნება აღარც კი მალავენ ნამდვილ ზრახვებს” – ლექსმანი

“კობახიძე და ქართული ოცნება აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს: საქართველოს დემოკრატიის დანგრევას და რუსეთის სატელიტად გადაქცევას” – დაწერა X-ზე ევროპარლამენტარმა.

“პირადად ჩემგან იქნება მხილებული, ჩემი ოჯახის წევრიც რომ იყოს, მტერი არის მტერი” – ხოფერია

არა მარტო ცრუ ინფირმაციის შემქმნელები, არამედ, ნებისმიერი გამავრცელებელი უნდა იქნეს დასჯილი უმკაცრესად და საჯაროდ!!! ნებისმიერი, ვინც მომაწვდის ვიდეო “ ფაქტებს” ფარულად, “მეგობრულად”, საღლიცინოდ და შესაშფოთებლად, პირადად ჩემგან იქნება მხილებული ჩემი ოჯახის წევრიც რომ იყოს მორჩა კაიტიპობა და შემწყნარენლობა მტერი არის მტერი

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) რეგულაციები შეიმუშავა. სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის […]

“ვეხმაურებით გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს” – “ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით […]

თინა ბოკუჩავა – პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც ევროატლანტიკური არჩევანი გააკეთეს, ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც ევროპული კეთილდღეობის შანსს გვართმევს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს ანტიდასავლური ხელისუფლება ართმევს ევროპული განვითარების შანსს. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყურადღება ამიტომაც არის გამახვილებული. აღნიშნული განცხადებით, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ აშშ საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“. „პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც გააკეთეს ევროატლანტიკური არჩევანი, […]

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ნიკა გილაური ვიხილეთ, მივხვდით, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერმინი აპოლიტიკური არ ესმის სათანადოდ

მას შემდეგ, რაც ნიკა გილაური ვიხილეთ, მივხვდით, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერმინი აპოლიტიკური არ ესმის სათანადოდ. 10 დღეში, ეს ცირკი, რომლადაც აქცია სალომემ პრეზიდენტის რეზიდენცია, არჩევნებით დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეხვედრას გამოეხმაურა. „რაც შეეხება ქარტიას, რასაც ვხედავთ ანტიკონსტიტუციურია. პრეზიდენტს არანაირი […]

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი – ჩინეთი რუსეთსა და მონღოლეთთან ურთიერთნდობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზად არის

ჩინეთი რუსეთსა და მონღოლეთთან ურთიერთნდობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა განაცხადა. „ჩინეთი რუსეთსა და მონღოლეთთან ურთიერთნდობის შემდგომი გაძლიერებისთვის, კოორდინაციის გაძლიერებისა და სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის“, – განაცხადა ლი ციანმა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი რუს და მონღოლ კოლეგებს, მიხაილ მიშუსტინსა და ლ. ოიუნ-ერდენეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

„მთავარი არხი“ დეზინფორმაციას უწოდებს თანხის უკანონო ბრუნვაზე „რუსთავი 2-ის” გავრცელებულ ინფორმაციას

„მთავარი არხი“ დეზინფორმაციას უწოდებს „რუსთავი 2-ის” გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, არხზე 2019-2024 წლებში „გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული“ შევიდა. „რუსთავი 2“ ეყრდნობა „მთავარი არხის“ თანადირექტორს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელ გიორგი ქურდაძეს, რომელმაც წერილი ეროვნულ ბანკს მისწერა. წერილში ლაპარაკია 8 475 000 დოლარზე. „სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება […]

პრემიერის განკარგულებით, „არჩევნებთან დაკავშირებული წინაპირობების“ გამო ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა არჩევნებთან დაკავშირებულმა წინაპირობებმა გამოიწვია. „2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. […]