აშშ ისრაელს მოუწოდებს გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში

ისრაელისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება შესაძლოა შეიზღუდოს. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ისრაელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ღაზაში ჰუმანიტარულ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს პოზიცია ისრაელის ოფიციალურ პირებს ამერიკის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნებმა გააცნეს. მედია წერს, რომ ენტონი ბლინკენიც და ლოიდ ოსტინიც ისრაელის ოფიციალური პირებისგან ითხოვენ კონკრეტული ზომების მიღებას, […]
მელინდა გეიტსმა ბილ გეიტსისგან დამატებით $1.2 მილიარდი მიიღო

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, განქორწინების შემდეგ, ყოფილი მეუღლისთვის, მელინდა გეიტსისთვის აქციების გადაცემას განაგრძობს. გასულ კვირას მელინდა გეიტსმა, დამატებით, საჯაროდ დალისტული კომპანიის $1.2 მილიარდის ღირებულების აქციები მიიღო. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გეიტსმა ყოფილ მეუღლეს AutoNation-ში, $470 მილიონად შეფასებული 7.1%-იანი წილიც გადასცა. შედეგად, ამერიკულ ავტოდილერში, ბილ გეიტსის საკუთრებაში არსებული წილი 18%-მდე შემცირდა და $1.2 მილიარდს გაუტოლდა. […]
დუდა სანაძე კვიპროსულ “ანორთოსისს” საევროპოდ დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი – დუდა სანაძე ევროთასებისთვის კვიპროსულ “ანორთოსისს” დაემატა. როგორც ფამაგუსტას კლუბი განმარტავს, სანაძე “ანორთოსისს” მხოლოდ ევროტურნირზე დაეხმარება. სანაძე “ანორთოსისში” 2 წლის წინ თამაშობდა და შედეგიანადაც. 17 მატჩში საშუალოდ 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4.0 პასი და 1.5 ჩაჭრა. იმ სეზონში სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეული გახდა და ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. “ანორთოსისს” […]
ისრაელი კვლავ უტევს ბეირუთის გარეუბნებს და ლიბანის სამხრეთ დასახლებებს

ისრაელის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად, ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაბათიეში, სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა. განცხადება 16 ოქტომბერს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, დაღუპულთა შორის, ქალაქის მერიცაა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ნაბათიეს მიმართულებით, იერიში “ჰეზბოლას” სამიზნეებზე მიიტანეს, კერძოდ – მათ მიწისქვეშა იარაღის საცავზე. ამასთან, ისრაელმა სამიზნეთა მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა და […]
თინა ბოკუჩავა – გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის

გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გურიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 12 – წლიანმა მმართველობამ მოიტანა სიღატაკე იზოლაციაში. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიხაურში, ვიყავით სუფსაში, ლანჩხუთში, მთელი დღე ვიარეთ გურიაში და ვხედავ, რომ გურულები […]
თურქეთში “3+3” ფორმატის შეხვედრა კვლავ საქართველოს გარეშე გაიმართება

სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის “3+3”-ის მესამე შეხვედრა 18 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა. რუსეთს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს სომხეთის საგრეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. საქართველოს პოზიცია უცვლელია, ის არც ამჯერად მიიღებს მონაწილებას შეხვედრაში, ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. […]
ტუსკი პოლონეთში მიგრაციის კრიზისის მოგვარების პირობას დებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ის დაიცავს თავისი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარს. ტუსკმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღების დროებით შეწყვეტის გეგმა ადამიანის უფლებებს არღვევს. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ტუსკი ევროკავშირის იმ ლიდერებს შორის იქნება, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბებიან. ბლოკი აპირებს გაამკაცროს თავისი მიდგომა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი სულ […]
რა საკითხები განიხილა ლევან დავითაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე?

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დაახლოებაზე დიდი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებამ, რომელიც ქართველ მწარმოებლებს […]
„მივიღეთ განახლებული წინადადება“ – რა ეტაპზეა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმება?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაფორმება დაზუსტების ეტაპზეა, – ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა უთხრა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახლა კონსორციუმიდან მიღებული წინადადება მუშავდება. ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ ბოლო ცნობებს კი, საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს. “ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად და მომავალ კვირას გავაცნობთ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა ანაკლიის მშენებლობა. ანუ, […]
: რადიკალური ოპოზიციის ბუნებრივი ინტელექტი არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის, ამიტომაც შესაძლოა მიმართონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ამომრჩევლისთვის შეთავაზებულ ნებისმიერ მცდელობას საზოგადოება გადალახავს, რათა ერთხელ და სამუდამოდ 26 ოქტომბერს დამარცხდეს რადიკალური ოპოზიცია. „რასაკვირველია, ზუსტად ვერ გეტყვით რა ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, თუმცა მინდა აღვნიშნო, […]