„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. ამავე ცნობით, ინდივიდუალურ შეხვედრებზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. „ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ […]

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის ახალი შენობა დაათვალიერებინეს. ირაკლი კობახიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი შენობის […]

როგორია ზელენსკისკისეული უკრაინის გამარჯვების გეგმა?

ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის გამარჯვების გეგმის პუნქტები წარადგინა. პრეზიდენტმა სამი საიდუმლო პუნქტის გარდა, პარლამენტში გეგმის ყველა პუნქტი გააჟღერა. ნატოში მიწვევა უკრაინას ნატოს სამხედრო ალიანსში უპირობო მიწვევა ახლავე სჭირდება, თქვა ზელენსკიმ. „გვესმის, რომ ნატოს წევრობა მომავლის საქმეა, არა აწმყოსი, მაგრამ პუტინმა შეიძლება დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები მარცხისკენ მიდის“, […]

იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა პირველი ჯგუფი გადაიყვანა

ალბანეთში იტალიიდან მიგრანტების გადამყვანი პირველი გემი ჩავიდა. ეს ევროკავშირის მიერ მიგრანტთა მის საზღვრებს გარეთ გაყვანის გეგმის პირველი ნაწილი და პირველი ასეთი რეისია. იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა მიმღები ორი ცენტრი ააშენა. ეს პროგრამა ბევრი კრიტიკის სამიზნე გახდა, მისი მიზანი იტალიაში უკანონო ჩამსვლელთა შეკავებაა. იტალიას უფლებადამცველები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე მიგრანტთა უფლებებს ზრუდავს. იტალიის […]

ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” პარლამენტს წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” ოთხშანათს, 16 ოქტომბერს, უკრაინელ კანონმდებლებს წარუდგინა. ის მოკავშირეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ მომავალ წელს ომის დასრულება შეძლოს. პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ მისი “გამარჯვების გეგმა” 5 მთავარი ნაწილისგან შედგება და ისინი “მოკავშირეების ხელშია”. მათ შორის ნატოში უპირობო მიწვევა და იარაღით მხარდაჭერა. დასავლეთს კი უკრაინის ბუნებრივი რესურსების სექტორის […]

“ყურადღება! ყურადღება! ეს მართლაც დაუჯერებელია და თავი სიზმარშიც მგონია” – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ყურადღება! ყურადღება! ყურადღება! ოლიგარქთან პირდაპირი შეთანხმებით, ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო დაბლოკვასთან დაკავშირებული საკოორდინაციო სამუშაოები დაკისრებული აქვს ნიკა გვარამიას. მასვე ევალება არ დაუშვას ჩვენი გამოჩენა მის კუთვნილ -მთავარ არხზე და აკონტროლოს ამ ბლოკირების პროცესი ხაზარაძის ტვ-პირველსა და სააკაშვილის ფორმულაზე, ასევე ცოცხალ-მკვდარ აქუბარდიასთნაც. ამ ყველაფერში დადებულია მილიონები და საბოლოოდ დაგეგმილია ივანიშვილის გადამრჩენი რომელიმე, […]

“კოლონები იყო თავგადაპარსული ქალების… სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ და ის მოჰყვება კარგად” – ხაინდრავა

კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სატელიტებს, მის გარშემო შეკრებილს, ისინი ბოროტმოქმედებას სჩადიან, დანაშაულს სჩადიან; ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის, საკუთარი ქვეყნის დანგრევის და გაცამტვერების, იმიტომ, რომ ეს ამოცანა უდგათ იმათ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხატია დეკანოიძეს დავალება მისცა, რომ […]

კობახიძე საშიშ სიგნალს იძლევა – იან კელი

ირაკლი კობახიძის განცხადებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება და პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ “კობახიძის სიგნალები და მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია“. როგორც იან კელი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერის განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში “დასავლური პლურალიზმი აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობით იცვლება“. კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას […]

თორნტონი კობახიძეს: პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, მაგალითად ჩრდილოეთ კორეა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას ავტოკრატია ნამდვილად ასრულებს. “დიახ. პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა – პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს”, – წერს ის X-ზე. Yes. Political polarization indeed ends […]

„კაპიტალური პროექტების ათვისება 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიური გეგმის 59%“ – აუდიტის მოხსენება ბიუჯეტის შესრულებაზე

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, შემოსულობების მოცულობა 24.6 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელების – 25 მლრდ ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს. „შესაბამისად, დაიგეგმა ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება 461 მლნ ლარის ოდენობით. 8 თვის მდგომარეობით, ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსულობებმა 16.7 მლრდ ლარი, ხოლო გაწეულმა გადასახდელებმა 16.3 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები მობილიზების მაღალი […]