შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით

ბოლო პერიოდში შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, „გარკვეულწილად ჩვენი პოლიტიკა ისე განვითარდა და მათ შორის, მეგობრების მონაწილეობა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომ […]

გიორგი მარგველაშვილი – გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ბოლო 10 დღეში უნდა ჩამოყალიბდეს, სწორედაც, “ძლიერი საქართველოს” ტიპის ამომრჩეველია

უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს “ძლიერი საქართველოს” ამომრჩეველთან, რადგან ის არის ზუსტად იდენტური ჩემი თავის, მე ვარ ეს ამომრჩეველი , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ბოლო 10 დღეში უნდა ჩამოყალიბდეს, სწორედაც, “ძლიერი საქართველოს” ტიპის ამომრჩეველია. “უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს “ძლიერი საქართველოს” ამომრჩეველთან, […]

“თბილისის მშრალი პორტის” პირველი ფაზა იანვარში გაიხსნება – ჯემალ ინაიშვილი

Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ “თბილისის მშრალი პორტის” პირველი ფაზა იანვარში გაიხსნება. ამის შესახებ მან პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრეზიდენტი: თუ პროევროპული პარტიები მოიგებენ, სავარაუდოდ, მათ გვერდით ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქართული ოცნების პოლიტიკასა და მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაზე ისაუბრა. გამოცემის თანახმად, კითხვაზე, რომელიც მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიას ეხებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა “სიამაყე ოპოზიციის გაერთიანების მცდელობით” და თქვა, რომ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, ის მათ გვერდით დადგება, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების […]

აშშ უკრაინას 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს. “პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი დახმარება განეხილა. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მისი ძალისხმევების შესახებ […]

შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედგად 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 6-ჯერ ყურძნის მოსავალი, 4-ჯერ ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ მევენახეების შემოსავალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“. „6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარკ ქულსისთან, შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ […]

2025 წელს საქართველოს დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია – TI

2025 წელს საქართველოს დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია, – ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ „2025 წლის ბიუჯეტის“ პირველად კანონპროექტს. ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება. „ძირითადი მიგნებები · 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.3 […]

„ნაპოლი“ კვარაცხელიას შემცვლელად ნერეშს ამზადებს, ქართველს კი გაყიდიან – ჯერარდო ფასანო

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჯერარდო ფასანომ გაზეთ AreaNapoli-სთან „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის. „სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე რამდენიმე თვე რჩება და „ნაპოლი“ ზამთრის ტრანსფერებსა და გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. რა გარიგებებს ამზადებს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი? დარჩება თუ არა კვარაცხელია ნეაპოლში? შესაძლოა, ნერეშის შეძენა კვარაცხელიას მომავალ სეზონში გაყიდვისთვის მზადების ნაწილი იყო. […]

სასჯელი საქართველოს ჰიმნზე სტვენისათვის. “ქართველების საქციელი გაკვეთილი უნდა იყოს” – განაცხადა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა

უეფას ეთიკის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტირანაში საქართველოს ნაკრებთან მატჩისას ტრიბუნებიდან ნივთების სროლისთვის 4 750 ევროთი, სტადიონის კიბეებზე გულშემატკივართა ჯდომისა და გადაკეტვისათვის 18 ათასით, საქართველოს ჰიმნის სტვენისათვის კი 12 500 ევროთი დააჯარიმა. Euroneambs Albania-სთან ვრცელ ინტერვიუში ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკამ განაცხადა, რომ ფეხბურთში მსგავსი რამის ადგილი არ არის, პრაღაში მათ დროშას შეურაცხყოფა მიაყენეს, […]