Goldman Sachs-ის მოგება თითქმის $3 მილიარდამდე გაიზარდა

ამერიკული საბანკო-საფინანსო გიგანტის, Goldman Sachs-ის მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 45%-ით გაიზარდა და თითქმის 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოგების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ Goldman-ის ინვესტორები გაზრდილ დივიდენდურ შემოსავალს მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება კომპანიის საბაზრო შეფასებაზე. მოგების მკვეთრი ზრდა არა უშუალოდ კომპანიასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვთანაა დაკავშირებული, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად […]

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის ახალი შენობა დაათვალიერებინეს. ირაკლი კობახიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და საზოგადოებრივი […]

სალომე ზურაბიშვილი – თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები

თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. “თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო […]

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ […]

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების 425-მილიონიანი პაკეტის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი 425 მლნ დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ. როგორც თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება, პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, საავიაციო ჭურვები და ჯავშანმანქანები. „უახლოესი თვეების განმავლობაში აშშ უკრაინას გადასცემს რამდენიმე ახალ საშუალებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტას, საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემას, […]

პრეზიდენტი – ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა

[საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს, რაც უფრო მჭიდრო გახდა. “შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ პარტიებს უნდათ, რომ უწყისი ჩაგვაბარონ ომში შესასვლელად – მათი გეგმა ეს არის, მთავარი არის ასიამოვნონ გარე პოლიტიკურ ძალებს

ამ პარტიებს უნდათ, რომ უწყისი ჩაგვაბარონ ომში შესასვლელად – მათი გეგმა ეს არის, მთავარი არის ასიამოვნონ გარე პოლიტიკურ ძალებს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, თუ რა სურათი შეიძლება დადგეს ქვეყანაში ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისი თქმით, მათ გაცხადებული აქვთ საერთო ჯამში რა არის მათი დაპირება. „ჩვენ ამას ვხედავთ, მათი დაპირება […]

შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 6-ჯერ ყურძნის მოსავალი, 4-ჯერ ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ მევენახეების შემოსავალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“. „6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.

„შეიძლება, ივანიშვილის კავშირი მოსკოვთან უფრო მჭიდრო გახდა“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის კავშირები რუსეთთან კვლავაც აქვს და ისინი კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შეთქმულების თეორიაში შესვლა არ სურს, თუმცა უჭირს ახსნა, თუ რატომ შემოუბრუნდა მმართველი პარტია ევროინტეგრაციას. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად მან სწორედ ივანიშვილის რუსეთთან კავშირები დაასახელა. ზურაბიშვილმა ამ ინტერვიუში სხვა საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, […]

იტალიის ყველაზე ძვირად ღირებული ვენახების ფასი ჰექტარზე 2 მილიონ ევროს აღწევს

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტმა Crea-მ დაასახელა იტალიის ყველაზე ძვირადღირებული ვენახები, რომლებიც მდებარეობს ბაროლოს რეგიონში. მათი ღირებულება ჰექტარზე 2 მილიონ ევროს აღწევს. ამის შესახებ გამოცემა Wine News-ი იტყობინება. აღინიშნება, რომ არსებობს მრავალი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის ღირებულებას. ასეთ მახასიათებლებს მიეკუთვნება მდებარეობა, ნიადაგის შემადგენლობა, სიმაღლე, დასახელების პრესტიჟი, სხვა ვენახებთან სიახლოვე ან მათი ნაკლებობა, უკვე გაშენებული ვენახების ასაკი და სიჯანსაღე […]