„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული

გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია, რომ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები რეესტრში რეგისტრირებული არ არის, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის […]

ემანუელ მაკრონი – საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ – მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ – მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს. „რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის […]

კახა კალაძემ ირაკლი კობახიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა. დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია […]

რომან გოცირიძე პარლამენტში ახალ კანონპროექტს არეგისტრირებს, რომელიც სამი სახის: სინდისის, ნამუსის და ზნეობის პოლიციის, აგრეთვე, ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსის შექმნას ითვალისწინებს

“ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მისი განმარტებით, „პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას“. მისი თქმით, წარმოდგენილი ინიციატივით, დამატებით შეიქმნება სამი სახის პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ეს კანონპროექტი საქართველოს […]

პაველ ჰერჩინსკი – მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი, ასპარეზობა გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად – ეს ცალსახად მიუღებელია

მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის […]

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ. გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი […]

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. „პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული […]

პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია, მთავარია ვირწმუნოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი ვალი საქართველოს წინაშე

26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია და მე დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, – ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გრავიტაციის მთავარი ცენტრია: “26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს. ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ […]

მარიკა თოდუა – „მზისკარის“ პროექტში მონაწილეობით სამომავლოდ უფრო პოპულარული გახდება არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი, არამედ მეგრული გასტრონომია და სტუმარმასპინძლობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მონაწილე, ეთნო სოფლის „სისატურას“ წარმომადგენელი მარიკა თოდუა პროექტის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე საუბრობს, რაც ხელს უწყობს ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელის პოპულარიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „სისატურა“ 2019 წლიდან, სამეგრელოში ფუნქციონირებს და სტუმრებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს: ეთნოსოფელში ექსკურსია, კულინარიული მასტერკლასი, ფოლკლორული ცოცხალი მუსიკა და ვახშამი. […]

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ამსათან, საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული […]