კახა კალაძე – არჩევნებზე დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ – რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და მათი შეფასებების ფასი კაპიკია, ნულის ტოლი

ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია არჩევნებზე დაკვირვებაზე და სურვილი, რომ წარმოჩინდნენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ – რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და მათი შეფასებების ფასი კაპიკია, ნულის ტოლი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული […]
დავით შერაზადიშვილი – ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. „ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. დელეგატთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუშფიკ ბორჩალი, […]
სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა. „მოხარული ვარ, რომ გვაქვს კიდევ ერთი […]
ვახტანგ ცინცაძე – მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია. „2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში […]
ზუკა რურუა – ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, თავხელიძის N1-ში მცხოვრებ მოსახლეებს, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „გავეცანი მათ, ვისაუბრე ჩემს შესახებ, გავუზიარე ის ღირებულებები რაც ჩემთვის ფასეულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, გაუმჯობესებული სპორტული და ინფრასტრუქტურული პირობები უმთავრესია მომავალი თაობისთვის. ინტენსიურად ვაგრძელებთ […]
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ოზურგეთის მოსახლეობასთან განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მორიგი შეხვედრები სოფელ ოზურგეთის, მელექედურის და გურიანთის მოსახლეობასთან გამართეს. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე, საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას ოზურგეთში. პირველ […]
ელჩი: იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის, საქართველო მეტ [დახმარებას] დაკარგავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის “საქართველო მეტს და მეტს დაკარგავს”. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველები გადაწყვეტენ, არ გააგრძელონ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა – საქართველო სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია EU-ში გაწევრიანებისკენ. “საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების […]
შეწყვეტილი ფინანსური დახმარებები – რა ოდენობის თანხას კარგავს საქართველო

ე.წ. გამჭირვალობის კანონის მიღების შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყეს. ქვეყანას უკვე შეუწყდა ფინანსური დახმარების ნაწილი. ასევე შეჩერდა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა და დიალოგი. ,,კომერსანტი’’ გთავაზობთ ინფორმაციას, იმ ფინანსური დახმარებების შესახებ, რომელიც ქვეყანას უკვე შეუჩერდა. ამერიკის შეერთებული შტატები 95 მლნ დოლარის დახმარებას აჩერებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა. შტატებში გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან „ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“ […]
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ. გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით […]
18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. […]