გიორგი ვაშაძე – დამთავრებულია ხალხო, „ოცნებას“ გადაუსვა ხაზი ცივილიზებულმა სამყარომ, არავინ აპირებს არც ივანიშვილთან, არც კობახიძესთან საუბარს – დადგა დრო, ჩვენც დავამთავროთ ამ ძალასთან ურთიერთობა

„ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი, შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე, ასობით მილიონი საქართველომ უკვე დაკარგა, რაც ევროკავშირისგან უნდა მიგვეღო. მესამე, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპელი ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, […]

პაველ ჰერჩინსკი – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა! – არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია, თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია, ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი მოვალეობა, წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩს დაუსვეს შეკითხვა გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნის ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მოელის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, […]

კახა კალაძე – ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ

ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყანაში ომი რომ იყოს და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს მიერთებოდა. „ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ომი რომ გვქონდეს. შეუძლებელი იქნებოდა სანქციებს რომ მივერთებოდით, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ […]

ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”

ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ” 2 წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება. ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, […]

„მზისკარის“ პროექტში მონაწილეობით სამომავლოდ უფრო პოპულარული გახდება არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი, არამედ მეგრული გასტრონომია და სტუმარმასპინძლობა“ – მარიკა თოდუა

„მზისკარის“ პროექტში მონაწილეობით სამომავლოდ უფრო პოპულარული გახდება არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი, არამედ მეგრული გასტრონომია და სტუმარმასპინძლობა“ – მარიკა თოდუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მონაწილე, ეთნო სოფლის „სისატურას“ წარმომადგენელი მარიკა თოდუა პროექტის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე საუბრობს, რაც ხელს უწყობს ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელის პოპულარიზაციას. „სისატურა“ 2019 წლიდან, სამეგრელოში ფუნქციონირებს და სტუმრებს სხვადასხვა მომსახურებას […]

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული და მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობდა, რაც მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, ანგარიშში წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლებების შექმნის, ამომრჩევლის მოსყიდვის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით […]

ზვიად შალამბერიძე – „ქართული ოცნება“ არის ის რეალური ძალა, რომელსაც ქვეყანა წარმატებისა და განვითარებისაკენ მიჰყავს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ქალაქ თერჯოლისა და ბარდუბნის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოქალაქეებისგან საინტერესო იდეები და რჩევები მოისმინა, მათთან ერთად შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. „მოქალაქეების ასეთი ჩართულობა, აქტიური მზადება 26 ოქტომბრის სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაძლევს საშუალებას არაერთხელ გავიმეორო, რომ ხალხი […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსება იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების მიზნით, სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროექტი იწყება. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, თსუ-ს მეცნიერების მხარდაჭერას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. „უნივერსიტეტის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ მეცნიერებისა და კვლევის მუდმივ განვითარებას, რათა შევქმნათ გარემო, რომელიც წაახალისებს ინოვაციებსა და მეცნიერების სხვადასხვა […]

ბიზნესის მეტი გამჭვირვალობისათვის – „თეგეტამ“ პირველი მდგრადობის ანგარიში წარადგინა

საავტომობილო სექტორში პირველად „თეგეტამ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მომზადებული ვრცელი დოკუმენტი დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურის, სამიზნე აუდიტორიის, პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. ანგარიში დეტალურად აჯამებს კომპანიის საქმიანობის სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პასუხობს გაეროს […]

მებაჟე ოფიცრებმა სგპ “სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების, რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5 620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს. „უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად […]