“ახლა ეგ “მომაკვდავი” შეთანხმებულ ქარტიას შლის, რომ პრემიერობა არავის დაუთმოს” – ჩერგოლეიშვილი

2 წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება. ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”. ახლა ეგ “მომაკვდავი” საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს – “ხალხი გადაწყვეტს” – “მე ვიქნები” – ს ევფემიზმია. დათვი არ მოუკლავს და ტყავს […]

დაიწყებს თუ არა ხვიჩა “ემპოლისთან” ძირითად შემადგენლობაში? – კონტე ორ ცვლილებას გეგმავს

კვირას, 20 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” საბა გოგლიჩიძის “ემპოლის” ესტუმრება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი სკოტოს თქმით, ანტონიო კონტე “ემპოლისთან” მატჩში მხოლოდ ორ იძულებით ცვლილებას განახორციელებს. “კონტეს “ემპოლისთან” ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს, ტრავმირებულ ლობოტკასა და ოლივერას, გილმური და სპინაცოლა შეცვლიან. “ნაპოლის” ძალიან რთული შეხვედრა ექნება. ვიხილავთ თუ არა ძირითადში კვარაცხელიას? კონტე […]

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებენ

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ლაბაძე, ლევან მაჩიტიძე, ანი გვარამაძე და ნიკა ვანაძე სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარიამმა, ანიმ და ნიკამ International Economics and Finances მიმართულება, ხოლო ლევანმა Mathematical and Computing Sciences for Artificial Intelligence მიმართულება აირჩიეს. Bocconi University იტალიაში, ქალაქ მილანში მდებარეობს და არის ერთ-ერთი […]

ომბუდსმენი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ომბუდსმენი აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელებსა და მედიით გავრცელებულ ფაქტზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელიც მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას გულისხმობს. განცხადების თანახმად, ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს შესაძლო დანაშაულებრივ გარემოებაზე გამოძიება დაიწყონ. “უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი […]

თუ საქართველო იქნება ერთპარტიული, პირდაპირ გეუბნებით, ვერ გახდება EU-ს წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს – ჰერჩინსკი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც […]

ქალაქს იმდენი საპარკინგე ადგილი აქვს, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია – ვიქტორ წილოსანი

ქალაქს გააჩნია იმდენი საპარკინგე ადგილი, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია, – ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 9 თვეში ქალაქს უკვე დაემატა 1600 საპარკინგე ადგილი. „წელს 9 თვეში დაემატა 1600 საპარკინგე ადგილი და გაუქმდა როგორც მახსოვს – 120, ქალაქს გააჩნია იმდენი საპარკინგე ადგილი, რამდენის გამტარუნარიანობაც […]

“მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე” – სააკაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე

მიხეილ სააკაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, განაცხადა: როდესაც არჩევნებში მარცხი გამოვაცხადე ისე, რომ არც კი გამივლია ვინმესთან წინასწარი კონსულტაცია, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მშვიდად ვიყავი. მჯეროდა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავდა განსხვავებას და ბევრ რაღაცას გადააფასებდა. სამწუხაროდ, ამ პროცესის საბოლოოდ ჩამოყალიბებას 12 წელი დასჭირდა. ფაქტია, რომ განსხვავებით კომპარტიისა და მოქკავშირისა და მომავალში – „ოცნებისა“, ჩვენი პარტია […]

STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკის დაფინანსებით, CERN – ის ლაბორატორიაში გაემგზავრა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტ STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი დასრულდა. გამარჯვებული ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბანკის დაფინანსებით, ჟენევაში, CERN – ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) ლაბორატორიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა. STEM ოლიმპიადაში 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები საკუთარი სკოლის სახელით ასპარეზობდნენ. გუნდის მენტორი, ამავე სკოლის მასწავლებელი კი გუნდს ლიდერობას უწევდა და ეხმარებოდა მუშაობაში, […]

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1 200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. კახა […]

ჰერჩინსკი: თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის “ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, სავალალოა, ქართველი ლიდერების ბრალია”. როგორც ევროკავშირის ელჩმა 8 ოქტომბერს მედიასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ – მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს”, არამედ დააშორეს. მისი სიტყვებით, გაწევრიანების პროცესის შეჩერება, არის “საქართველოს ხელისუფლების პარლამენტის, მმართველი […]