ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას ომით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეამ 18 ოქტომბერს სამხრეთ კორეული სამხედრო დრონის ნამსხვრევების ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნამსხვრევები დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს იპოვეს, ხოლო ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად სამხრეთ კორეულ სამხედრო დრონს ეკუთვნოდა. ჩრდილოეთკორეული სახელმწიფო მედია KCNA თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. “დიდი ალბათობით, ეს ის დრონია, რომელმაც ფხენიანის მუნიციპალიტეტის თავზე ფლაერები ჩამოყარა, თუმცა დასკვნები ჯერ […]

„ოფშორების კანონი” და ახალი კვლევის მიგნებები

„ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში მიღებული საგადასახადო კანონი, რომელიც ცნობილია, როგორც „ოფშორების კანონი”, ორი სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივი მონიტორინგის სამიზნედ იქცა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” და „ფლანგვის დეტექტორმა” აწარმოვა კვლევა, რომლის თანახმად, ეს კანონი კონკრეტული პირების, მათ შორის „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პირადი ინტერესების შესაბამისად მიიღეს. კვლევის მიხედვით, მთავარ პრობლემებს შორისაა, შავი ფულის გათეთრების რისკები საქართველოს […]

რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთზე, გვირაბში „ნისანის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორი-რუისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ სურს ამომრჩევლის პირადობა „დაიქირაოს“ – ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება

ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ “ქართულ ოცნებას” ხმის დათვლის დროს მანიპულაციის მოხდენის შესაძლებლობა მოვუსპეთ. ამომრჩევლის ხმა გარანტირებულად აისახება იმ პოლიტიკურ პარტიაზე, ვისაც ხმას მისცემენ და ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას,- ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩევლის ხმა სრულად დაცული იქნება და […]

ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი სამი 12-სართულიანი კორპუსის აშენება 77 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. მთავრობის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ […]

დიმიტრი პესკოვი – დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია

დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „გვესმის სიტყვები, რომლებიც ბერლინიდან მოდის – დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, გერმანია კოლექტიური დასავლეთის იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც პუტინთან კონტაქტებს სრულად გამორიცხავდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პოზიცია არაპერსპექტიული იყო“, – განაცხადა […]

„სოვლაბის“ მკვლევრის თქმით, „ოცნების“ ამომრჩევლები თავს დაესხნენ

„სოვლაბის“ მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ სამსახურში მიმავალს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა, სცემა და საღებავი შეასხა. ოყუჯავას თქმით, შემთხვევა მაჭავარიანის ქუჩაზე მოხდა, ცემაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მეორე იმდენი კი თვითმხილველი იყო. „სისხლიანი დაზიანებები არ მაქვს. სამსახურში მოვდიოდი ბარნოვზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ვიღაცამ დამიძახა: ბიჭო, გაჩერდიო, შენ აქ კედლებს რატომ ღებავო? მეთქი, რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ […]

რუსეთში „უშვილობის პროპაგანდის“ აკრძალვა სურთ

17 ოქტომბერს, რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უშვილობის პროპაგანდის” წინააღმდეგ. ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმები დაუწესდებათ მათ, ვინც უშვილობას წაახალისებს. ეს კანონპროექტი ეფუძნება რუსეთში 2022 წელს მიღებულ ანტილგბტქ კანონს და მისი მიზანია, ქვეყანაში შობადობის გაზრდა. რუსეთის ხელისუფლებისთვის ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაცია ახალი არ არის. კრემლი უკვე წლებია, ცდილობს ე.წ. ოჯახური ფასეულობების იდეოლოგია დაუპირისპიროს დასავლურ […]

გიორგი კანდელაკი -„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს დაახლოებით, 7-10 ადამიანი თავს დაესხა და სცემეს – ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ორგანიზაციის მკვლევარს, ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ. როგორც კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავდასხმა ვაკეში, მაჭავარიანისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა. მისივე თქმით, მომხდარზე უკვე მიმართეს სამართალდამცველებს. კანდელაკი მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. „უცნობი პირები დაესხნენ თავს. დაახლოებით, 7-10 ადამიანი. საღებავი წაუსვეს, სცემეს და წავიდნენ. ბადრი ამავე დროს აქტივისტიც არის […]