ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში – პრემიერი

პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და […]
როგორ მუშაობს და რა ვალდებულებას აკისრებს მოვაჭრეებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი?

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ამათ ამაროვმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. ამაროვის თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე, მაგალითისთვის, იგი აწესრიგებს ფასების დამალვის მანკიერ ტრადიციას ქართველი მოვაჭრეების მხრიდან. „მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, […]
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, 23 ოქტომბერს არ იარონ მანქანით – „ოცნების“ ღონისძიების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ხვალინდელ, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან. შსს-ში ამბობენ, რომ მოსალოდნელია გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და მოუწოდებენ მოქალაქეებს, „თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან“. „ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე. […]
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენის სახლს ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს – Aktual.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ბიზნესმენის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „Aktual.ge“. მათი ცნობით, შემთხვევა დღეს, 22 ოქტომბერს მოხდა და მის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 187-ე და 236-ე მუხლებით – ნივთის დაზიანება ან განადგურება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო […]
უკრაინის პირველი დიპლომატი შავი ზღვის პორტებზე რუსული თავდასხმების შეჩერებაში დახმარებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ამბობს, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის საკითხები განიხილეს. “მე გავუზიარე მას უკრაინის ინტერესი, რომ გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა უკრაინასა და თურქეთს შორის, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში”, – თქვა სიბიჰამ “X”-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. “მე ასევე ხაზი გავუსვი შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ყოვლისმომცველი, სამართლიანი და […]
ბლინკენი ისრაელშია, ვაშინგტონი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 22 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა. ეს მისი მე-11 ვიზიტია რეგიონში, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ. შეერთებულ შტატებს სურს აღადგინოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ, მოკლულია “ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი. დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს ტერორისტულ […]
„არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო“ – ლავროვი ივანიშვილის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი, არ ენდოს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, თითქოს რომელიღაც დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას სთხოვდა. „ვერ ვხედავ საფუძველს, არ ვენდო. ციტირებენ დიალოგებს დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ რუსეთთან საომარი მოქმედებებისკენ. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო მათ“, – უთხრა ლავროვმა გამოცემა […]
ომის დაწყებიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

გაეროს მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით, ანუ დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა. ეს მოხდა ქვეყნიდან ლტოლვილთა გადინების, შობადობის შემცირებისა და ომში ხალხის სიკვდილის გამო. აღმოსავლეთ ევროპაში გაეროს დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ისედაც რთული დემოგრაფიული ვითარება. „შობადობა მკვეთრად […]
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები.
შსს – 23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან

შსს 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. შსს მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების […]