აშშ შიშობს, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევასაც

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს კარგად ორგანიზებული და კონკურენტული უწოდა, მიუხედავად რუსეთის სერიოზული მცდელობისა, პროცესისთვის ძირი გამოეთხარა. 22 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ რუსეთის უპრეცედენტო მცდელობების მიუხედავად მოლდოვის ხალხისთვის წაერთმია თავისი მომავლის დამოუკიდებლად არჩევის უფლება, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში […]

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ათეულში Nvidia-ს CEO პირველად მოხვდა

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, იენსენ ჰუანგი, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის ათეულში პირველად მოხვდა. უახლესი მონაცემებით, ჰუანგი, $125.4 მილიარდის ქონებით, მსოფლიოს მეათე უმდიდრესი ადამიანია. ორშაბათის მდგომარეობით, იენსენ ჰუანგის ქონება $3.6 მილიარდით გაიზარდა და $124.1 მილიარდს მიაღწია. შედეგად, Nvidia-ს CEO-მ რეიტინგში გადაასწრო Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ბალმერს. ბალმერი ამჟამად $122.9 მილიარდით Forbes-ის რეიტინგის […]

დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შროშის, ქობულეთის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს […]

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში ჩავიდა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ჩავიდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, სადაც პრეზიდენტი პუტინი მასპინძლობს ბრიკსის (BRICS) მე-16 სამიტს. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება. რუსეთის სახელმწიფო საგენტოების მიერ დღეს, 23 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებით, ბრიკსის სამიტში მონაწილეობისთვის ყაზანში ჩასულ ანტონიუ გუტერეშს […]

დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიას“ აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და პარტია კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის სასარგებლოდ აშშ-ის არჩევნებში უხეშ უცხოურ ჩარევაში დაადანაშაულა. საჩივარში საუბარია მედიის ცნობებზე „ლეიბორისტებისა“ და ჰარისის საარჩევნო შტაბს შორის კონტაქტის შესახებ, ასევე აშკარა მოხალისეობრივ მცდელობებზე, რომელიც, მომჩივანი მხარის მტკიცებით, უკანონო შემოწირულობის ტოლფასია. კონკრეტულად, საჩივარში საუბარია მედიის მიერ […]

ქეითერინგი – აგროჰაბის ახალი მიმართულება

პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, თითქმის რვა წელია ბაზარზეა, საკუთარი წარმოებებით და გამორჩეული კერძებით, რომლის უცვლელი ხარისხიც მომხმარებელში დიდ ნდობას იწვევს. ახალი მიმართულება ქეითერინგის იდეაც მომხმარებლის მხრიდან წამოსულმა სურვილმა განაპირობა, აგროჰაბის მზა კერძები, თანამედროვე კულინარიული მიდგომები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილება ახლა უკვე თქვენს მნიშვნელოვან თარიღებს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. აგროჰაბის ქეითერინგის სერვისებშია ნებისმიერი ტიპის ღონისძიება, […]

კირილ ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები კურსკში დღეს ჩავლენ

მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ნაკადი რუსეთის კურსკის ოლქში 23 ოქტომბერს ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსებს კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან. „ხვალ ველოდებით პირველ ქვედანაყოფებს კურსკის მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჯარისკაცზეა […]

დონალდ ტრამპი არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს ბრიტანეთის მმართველ პარტიას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში იჩივლა და დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტია არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. საჩივრის თანახმად, ამ პარტიის აქტივისტები საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებიან დონალდ ტრამპის მეტოქეს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისს. ტრამპის შტაბის განცხადებით, ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი წევრები დაიქირავა და ამერიკის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ შეიძლება გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებს განუცხადა. „როცა საქმე ეხება ენერგეტიკასა და ნავიგაციის თავისუფლებას, ამ საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად იყოს ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი […]

სენატორი ჯინ შაჰინი – „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი უერთდება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი აპირებს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა : ტომ ტილისმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინიმ, კრის მერფიმ, დენ სალივანმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის […]