„ქეითერინგი – აგროჰაბის ახალი მიმართულება“ – სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა

პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თითქმის 8 წელია ბაზარზეა, საკუთარი წარმოებებით და გამორჩეული კერძებით, რომლის უცვლელი ხარისხიც მომხმარებელში დიდ ნდობას იწვევს. ახალი მიმართულება ქეითერინგის იდეაც მომხმარებლის მხრიდან წამოსულმა სურვილმა განაპირობა, „აგროჰაბის“ მზა კერძები, თანამედროვე კულინარიული მიდგომები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილება ახლა უკვე თქვენს მნიშვნელოვან თარიღებს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. „აგროჰაბის“ ქეითერინგის სერვისებშია ნებიმიერი ტიპის ღონისძიება, […]
ენტონი ბლინკენი – აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება, მოლდოველებს არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების გამოყენებაში ხელი შეუშალოს

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და მოლდოვაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, მათ შორის უკანონო დაფინანსების, ხმების ყიდვის, დეზინფორმაციისა და მავნე კიბერ აქტივობების მეშვეობით“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი. აშშ-ის […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დღეს თბილისში გაიმართება

დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ. მმართველი პარტიის წევრების თქმით აქ იქნება ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ღირსება, მშვიდობა და სტაბილური გარემო მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე მოსვლისკენ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს, რადგან მათივე თქმით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველამ დაინახოს თუ სად […]
“ნაპოლის” საკვანძო ფეხბურთელობიდან პრობლემებამდე “ბაიერნსა” და ოჯახში – კიმის ისტორია

2023 წელს “ნაპოლის” მცველ კიმ მინ ჯეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაგვიშურებია და ხაზი მის ოჯახურ იდილიასაც გავუსვით. სამხრეთკორეელი მცველი ახლა მიუნხენის “ბაიერნში” უშეცდომო ნამდვილად არაა, მისგან მეტს ველოდით და სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, განმეორებით გთავაზობთ მაშინდელ სტატიას, როცა ნეაპოლური კლუბი წარმატების ზენიტში იყო… “ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ასეთი მძლავრი […]
მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეჯიბრების მეორე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრების მეორე დღეს გიორგი ჩხიკვაძემ, ფინალში, სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). დღეს, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე […]
+18 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ოქტომბერს ქუთაისში +17 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოთი გაფორმებულ მანქანას ქვები დაუშინეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევის მცდელობის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყიდან შემოსული შეტყობინების გადასამოწმებლად მისულ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრს, ლევან გოგიას რამდენიმე პირი თავს დაესხა და კოალიციის ლოგოთი გაფორმებული მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრია. მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. „რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე […]
ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ – სასწორზე ჩვენი დემოკრატია დევს

დონალდ ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-ჰემფშირში, საარჩევნო კამპანიის ოფისში განაცხადა. „ჩვენ ის უნდა გამოვკეტოთ. პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი აშშ-ის კონსტიტუციის პრინციპებს პატივს არ სცემს. „სასწორზე ჩვენი დემოკრატია დევს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ფრანგი ფერმერები ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მომავალ თვეში განაახლებენ – reuters

საფრანგეთის მთავარმა ფერმერთა გაერთიანებამ სამშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში მოაწყობს სახალხო საპროტესტო აქციებს, რადგან ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების დადებისკენ სწრაფვა გააღრმავებს უკმაყოფილებას, რამაც გამოიწვია ფერმერთა კრიზისი ამ წლის დასაწყისში. უფრო იაფი იმპორტის, მათ შორის, ევროკავშირის მოკავშირე უკრაინისგან კონკურენციის გამო გაბრაზებამ და ევროკავშირის მწარმოებლებზე მარეგულირებელმა ტვირთმა გამოიწვია ფართო პროტესტი საფრანგეთსა და ევროპაში.
“9 თვეში ექსპორტის ზრდა ავტომანქანების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა” – Galt&Taggart

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, გასული თვეების საექსპორტო მონაცემებს “საქმიანი დილას” ეთერში აფასებს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპი 2024 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა, რის შედეგადაც ექსპორტის ზრდის ტემპი იანვარ-სექტემბერში პოზიტიური გახდა. “ვხედავთ, რომ ივნისიდან მოყოლებული საქონლის ექსპორტი გამოცოცხლდა, განსაკუთრებით მაღალი, 30%-იანი ზრდის ტემპი ივლისი-აგვისტოს თვეებში დაფიქსირდა, სექტემბერში კი – 17%-იანი ზრდა […]