ტრაგედია ზესტაფონში – ელმავალმა მწყემსი გაიტანა

ტრაგედია მოხდა ერთი საათის წინ ზესტაფონში – Წყაროს ინფორმაციით, ელმავალმა მწყემსი გაიტანა. დაღუპული შუა ხნის მამაკაცია. Შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. წყარო: „გურიანიუსი“

თბილისის მერია – ზღვისუბნის პარკში, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. ამასთან, მათი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, […]

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე ლადო გამსახურდია – ჩვენ სისხლის არ გვეშინია, საქართველოს კრემლს ვერავინ გადასცემს – საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მეთოდისთვის მზად ვარ

ჩვენ სისხლის არ გვეშინია, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, საქართველოს კრემლს ვერავინ გადასცემს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მეთოდისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოხალისემ, ორგანიზაციის „თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებელმა და პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერმა, ლადო გამსახურდიამ Kyivvlada-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ სისხლის არ გვეშინია, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, საქართველოს კრემლს ვერავინ გადასცემს, საჭიროების შემთხვევაში […]

დავით აბესაძემ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გამართულ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიებაზე განიხილეს განვითარებად ბაზრებზე ვენჩურული დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობები და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ASEAN-ის ბაზრებზე ვენჩურული ინვესტიციების განხორციელების გამოცდილება. […]

მიხეილ სარჯველაძემ 65 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა

თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა. „მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ […]

რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას?

რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას? საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ქვეყანაში მაღალი, თითქმის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული – ამის შესახებ ქავთარაძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი საგარეო ვალუტის შემოდინებაა. “თუ შევაჯამებთ 9 თვის მონაცემებს, ექსპორტის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, IT მომსახურების და ტურიზმის შემოსავლები, დაახლოებით, […]

გიორგი ბოტკოველი – გაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს როგორ აიძულებენ ე.წ. კრიმინალებთან ტანდემში იმუშაონ, ადამიანები დააშინონ და აიძულონ არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ

გაქვს ინფორმაცია, თუ როგორ არიან საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე განაწილებულები სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, როგორ აიძულებენ მათ ე.წ კრიმინალებთან ერთად ტანდემში იმუშაონ, რათა ადამიანები დააშინონ, პირადობის მოწმობები ამოიღონ და აიძულონ ისინი, რომ [არჩევნებზე] 41 ნომერი შემოხაზონ – მივმართავ პოლიციას – ეს არის მათი მუნდირის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა […]

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებით მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ

Erasmus+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: მეგი კეზუა, ნიკა ტოგონიძე და სოფო მდინარაძე მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ. ორთვიანი სტაჟირება გაცვლითი პროგრამის მონაწილეებმა: მეგი კეზუამ და ნიკა ტოგონიძემ ზემოთაღნიშნული კლინიკის ჰიპერტენზიის, დიაბეტოლოგიის, ნეფროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის, ხოლო სოფო მდინარაძემ კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის განყოფილებებში გაიარეს. როგორც […]

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილსა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ეს უცნობია, იოსებ ბალარჯიშვილის ადვოკატი […]

ამერიკელმა წყვილმა ჯვარი ქართულ მონასტერში ტრადიციების დაცვით დაიწერა

პენსილვანიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის ქართულ მონასტერში, უჩვეულო ჯვრისწერა აღსრულდა. ახალგაზრდა ამერიკელმა წყვილმა, სრულიად ქართული ტრადიციის შესაბამისი ჯვრისწერა ისურვა და ამისთვის დიდი მანძილის გავლასაც არ მოერიდა. ეიდენი და სარა, თავისი სტუმრებიანად, პენსილვანიაში ალასკიდან ჩამოვიდნენ.