ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე – ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

ყველაფერი დღესავით ნათელია – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას მტკიცედ სჯერა მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების და საქართველოს უკეთესი მომავლის. „თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით […]

ივანიშვილი: გარწმუნებთ, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ყველაფერს დავალაგებთ

გარწმუნებთ, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

უკრაინის გენპროკურორი ჯარში გაწვევის თავიდან აცილების სკანდალის გამო გადადგა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა სამშაბათს თანამდებობის დატოვების თაობაზე განაცხადა. ამის მიზეზად იმ სკანდალზე პასუხისმგებლობის აღება დაასახელა, რომელშიც ათობით ოფიციალურ პირს ბრალად ედება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით მიღება. ეს კი სავარაუდოდ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ხდებოდა. კოსტინმა გადადგომის თაობაზე ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოების სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც […]

“ჯუღელის მოთხოვნა გამოსასყიდ თანხაზე – წავა თუ არა უგულებელყოფილი ქართველი ფენომენი კომპრომისზე?” – იტალიური მედია

ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების საკითხს ისევ ფართოდ განიხილავს. Areanapoli-ს მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის შეთავაზებული წლიური გასამრჯელოს, 5-6 მილიონზე გაცილებით მეტს, დაახლოებით 8 მილიონს მოითხოვს, მოლაპარაკებები განახლების მოლოდინში შეჩერებულია და მხარეები შეთანხმებასთან შორს არიან. აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ხელშეკრულებაში ოსიმენის მსგავსად 120-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს, აგენტი კი, როგორც ჩანს, თანხის 80 […]

ირაკლი კობახიძე – არჩევნებამდე 3 დღით ადრე შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რათა კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და თავისუფლებას

არჩევნებამდე 3 დღით ადრე შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რათა კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და თავისუფლებას. ჩვენი საარჩევნო სლოგანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. მისივე თქმით, ღირსება არის მთავარი სიკეთე, რომელიც […]

შალვა პაპუაშვილი – დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა – ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის

ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა მათ დამსახურებულად უწოდა „უსამშობლოები“. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. „სამი ათწლეულის წინ […]

პრემიერი – ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის შეუფერებელი, უსამშობლო ადამიანები არიან

ჩვენ ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით

ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის […]

“როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა” – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში: მოგესალმები საქართველო, მოგესალმები თბილისო, მოგესალმებით გულანთებულო პატრიოტებო! ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა […]

“2012 წელს, ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით” – ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში მოგესალმებით თბილისელებო, მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, მივესალმები ყველასგან გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქს. მივესალმები ჩვენი რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს. მინდა მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ. მე მახსენდება 2012 წელი, როცა […]