ლიდერის პოზიციებს ვინარჩუნებთ – “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი

წლევანდელ წელს წარმატებულად შევაფასებდი, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს, – ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. მან მიმდინარე წელი შეაფასა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. „წლევანდელ წელს წარმატებულად შევაფასებდი. წლის ბოლომდე 100-მდე ობიექტი გვექნება გახსნილი და ამ ტემპის შემცირებას არ ვაპირებთ. მომავალ წლებშიც ვაპირებთ იგივეს გაგრძელებას. ზრდაც გვექნება ორნიშნა […]
„ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის შვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა, შეკრებილებს პარტიის ლიდერების გარდა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმცა მიმართა. ბერა ივანიშვილმა ასევე, ფონოგრამის თანხლებით, შეასრულა თავისი 2012 წელს გამოშვებული სიმღერა „ქართული ოცნება“. მის გარდა, აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, ასევე ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი. მათ კვლავინდებურად […]
რომელი ევროპული მიმართულებებია ყველაზე მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის?

ესპანეთის კანარისა და ბალეარის კუნძულები ლიდერობენ ევროკავშირის რეგიონების სიაში 83.2 და 61.7 მილიონი უცხოელი ტურისტული ღამის თევით 2023 წელს, ხოლო საბერძნეთის კუნძული ზაკინთოსი და ხორვატიის ისტრიის ნახევარკუნძული ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ არიან ტურისტების რაოდენობის მიხედვით. მაიორკა იყო უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილი 2023 წელს, ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ტურისტების გატარებულ ღამეებს ამ […]
“თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ” – ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისში, დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე: „მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური […]
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი შეტევა განახორციელა დრონებით

23 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშების მორიგი სერია. დღესვე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაასრულა 200 უკრაინელი პილოტის მომზადება. ისინი იფრენენ კიევის მიერ დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული F-16 გამანადგურებლებით, რათა გააუმჯობესონ ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა. ოთხშაბათს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 81 დრონიდან 57 ჩამოაგდო უკრაინის 12 რეგიონში, განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა […]
ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე – ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციის გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების საქართველოს ომში ჩართვის გეგმებს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. მისი თქმით, ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ჩანასახშივე ჩაახშობს როგორც გადატრიალების, ისე „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ და მისი […]
ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო და ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან – წინ აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის

რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, […]
შალვა პაპუაშვილი – ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს – გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ჩვენ თვალწინ ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს“ და ეს ბრძოლა მოსაგებია. „ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და […]
ბიძინა ივანიშვილი – ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, […]
შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა და 26 ოქტომბერს საქართველო იზეიმებს ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე […]