თურქეთის შს მინისტრი – თურქეთში სამი ტერორისტი ავიაკოსმოსურ კომპანიას TUSAŞ დაესხა თავს, არიან დაღუპულები და დაჭრილები

თურქეთში სამი ტერორისტი ავიაკოსმოსურ კომპანიას TUSAŞ დაესხა თავს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქული მედია ავრცელებენ. გამოცემა CNN Turk-ის ცნობით, სამი ტერორისტი თავს დაესხა ანკარის კარამანკაზანის უბანში მდებარე კომპანიას Turkish Aerospace Industries, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქული შეიარაღების სისტემების განვითარებაში. თურქული მედია ტერორისტიების სურათებს ავრცელებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს. […]

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე

ძალიან ძლიერი მუხტი იყო დღევანდელ შეკრებაზე, ეს იყო აშკარა განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები „ქართული ოცნების“ შეკრებასთან შედარებით. პრემიერის განცხადებით, ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. […]

ნათია მეზვრიშვილი – სამწუხაროა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი „ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც „ნაცმოძრაობა” ებრძოდა

სამწუხაროა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი „ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც „ნაცმოძრაობა” ებრძოდა – ეს არის დამარცხებული პარტიის ქცევა, ამით ამ პარტიას ვერ შეაშინებენ. თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება პარტიის ვერცერთ წევრს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თანაპარტიელ, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ მეთოდებს, რასაც „ქართული […]

ირაკლი კობახიძე – დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, მათი უფლებაა, ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ

შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი. „მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. […]

მამუკა მდინარაძე – არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან

ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე და უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ […]

ჯეიკ სალივანი – ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის

ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვრჩებით. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველ ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული, […]

Beluga-მ და ფრანგულმა სახლმა Lalique-მ 15 ათასი ევროს ღირებულების არაყი გამოუშვეს

Beluga-მ და ფრანგულმა სახლმა Lalique-მ 15 ათასი ევროს ღირებულების არაყი გამოუშვეს არაყის ბრენდმა Beluga-მ და ფრანგულმა ბროლის სახლმა Lalique-მ წარმოადგინეს Lalique Epicure II არაყის მეორე შეზღუდული გამოცემა, 1 ბოთლი 15 ათასი ევროს ღირებულებით. ამის შესახებ The Spirits Business იტყობინება. სერიის ყველა 888 ბროლის დეკანტერი, ელზასში ხელით დაამზადეს Lalique–ს დიზაინით. დიზაინი შთაგონებულია ძველ ბერძენ ფილოსოფოს ეპიკურეთი. […]

გახარია გოგიჩაიშვილზე: როგორც ჩანს აქციიდან ბრუნდებოდნენ და თავს დაესხნენ ერთ ადამიანს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფები პარტიის მხარდამჭერებსაც ესხმიან თავს. როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს. “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური […]

ანაკლია არ აშენებულა, ბაქო-სუფსას მილსადენი გაჩერებულია, BTK რკინიგზა მინიმალურ დატვირთვაზეა – გილაური შუა დერეფანზე

გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში საქართველოს ექსპრემიერი ნიკა გილაური ხაზს უსვამს წლების განმავლობაში შეფერხებულ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, ამის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მათი განხორციელება ვერ ხერხდება, მაგალითად ანაკლიის პორტი, რომლის პროექტის განხორციელება მთავრობამ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რამდენიმე წლით […]

ერთ წრეზე სიარულს უნდა დავუსვათ წერტილი. 26 ოქტომბერი წყალგამყოფია – პაატა შურღაია

აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონის” თანამმართველი პარტნიორი პაატა შურღაიას აზრით, „ერთ წრეზე სიარულს უნდა დავუსვათ წერტილი“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. “26 ოქტომბერი ნამდვილად არის წყალგამყოფი“, – ამბობს პაატა შურღაია, რომელსაც ცვლილებების მოლოდინი აქვს. “ერთ წრეზე სიარულით დავიღალე… ცვლილებები გვინდა. ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს. ცვლილებები უნდა იყოს პოზიტიური, რა თქმა უნდა. არჩევნები ამისთვის […]