ნიკა გვარამია – ჩვენი გზა არის ერთადერთი მიმართულებით და ეს არის ევროკავშირისკენ, შანსი არ არის, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი ადამიანები მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა

26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რთულია, რომ ეს ხმები უნდა დავიცვათ, არჩევნები უნდა გავაფორმოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მაგრამ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველგან, საქართველო იმარჯვებს ყოველთვის და სამეგრელოს მიწა ყოველთვის ამ გამარჯვებას იწყებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დიდი ხანია, საქართველო იბრძვის […]

სოფელ ინგირში “კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა

სოფელ ინგირში “კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. შეკრებილებს კოალიციის ლიდერებმა მიმართეს. როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ბევრ თაობას არ ჰქონია პრივილეგია, არჩევანის შესაძლებლობა, „ჩვენ კი შეგვიძლია, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, რამდენიმე დღეში პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიყვანოთ“. „გამარჯვება სამეგრელოს, გამარჯვება საქართველოს ევროპის სავალ გზაზე, გამარჯვება „კოალიციას ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრით 4, გამარჯვება ასობით […]

გახარია: არჩევნებზე თუ მივიდა 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, ოცნება იქნება 30%-ზე ქვემოთ

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ქართული ოცნება 30%-ზე ნაკლებს მიიღებს. გახარიას თქმით, ამომრჩეველთა დიდი აქტივობის შემთხვევაში მმართველი პარტია 600 000-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მოსახლეობან უნდა იცოდეს, რომ “ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა”. “ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნათ, რომ […]

არმაზ ახვლედიანი – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძალის გამოყენებით მიყვანილი ხალხის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძალის გამოყენებით მიყვანილი ხალხის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. 26 ოქტომბერს, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ივანიშვილს ეტყვის არას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას განაცხადა. როგორც არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები დღევანდელი ღონისძიებით ალბათ, კმაყოფილები […]

Edison Research: „ოცნება“ – 34%, ოთხი დიდი ოპოზიციური გაერთიანება – 53%

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 33%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა,ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ოცნებისას“ ბევრად აღემატება. კვლევის ფარგლებში, გამოკითხულებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. შედეგები, „ფორმულას“ ცნობით, შემდეგია [აღნიშნულია, რომ შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით]: · ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 33% […]

„ქართული ოცნება“ ყოველდღიური შრომით და ეკონომიკის განვითარებით აკეთებს იმას, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია

„დასავლელი პოლიტიკოსების ტონში გარკვეული შერბილება უკვე შეიმჩნევა. იგივე, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ისინი ითანამშრომლებენ იმ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების გზით, დემოკრატიულად მოვა ხელისუფლებაში. დღევანდელი შეკრებაც ამის დასტურია, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ხალხი“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველდღიური შრომით და ეკონომიკის განვითარებით აკეთებს იმას, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად […]

“ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი?” – ქადაგიძე

“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მანვე აღნიშნა, რომ დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. “მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში? […]

ჰელსინკის კომისია: უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან თავისი დემოკრატია

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები კეთდება. სოციალურ ქსელ “X”-ში განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ, რომლის წევრებიც ორივე პარტიისა და ორივე პალატის წარმომადგენლები არიან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად. კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაისში “მეგობარი აქტი” წარმოადგინა, მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ივლისში დაუჭირა. კანონპროექტის ინგლისური სახელის აბრევიატურაა: “MEGOBARI”. […]

„სებ-ის სავალუტო ინტერვენციები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია“ – ოთარ ნადარაია

სავალუტო ინტერვენციებს რაც შეეხება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა ე.წ. სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდებს, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას განმარტებით, თუ დოლარი საერთაშორისო ბაზარზე არ დასუსტდება, გამყარებაზე ოპტიმისტურ დათქმას ვერ გააკეთებს. „აქედან გამომდინარე ინტერვენციების პროცესი მაინც უკავშირდება ე.წ. სენტიმენტებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც რამდენიმე თვეა […]

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკად აღიარა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ქვეყნებში მშპ-ის დინამიკის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, 2024 წელს რუსეთის მშპ იქნება მსოფლიო მშპ-ს 3,55% მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გლობალურ მშპ-ს წილის მიხედვით რუსეთმა იაპონიას (3,38%) გაუსწრო. ამ მაჩვენებლის რეიტინგში კი პირველ ადგილებს ჩინეთი, აშშ და ინდოეთი იკავებს. წინა ანგარიშების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობდა, რომ ინდონეზია […]