ბუზიაშვილი: გამოკითხვაზე დამიბარეს, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია

Atlantic Council-ის მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს. ბუზიაშვილი ფორმულასთან ჰყვება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს აინტერესებდათ მისი სამსახურის, ატლანტიკური საბჭოს შესახებ. “დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ […]

ადვოკატის თქმით, მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა

ადვოკატი შოტა თუთბერიძის განცხადებით Atlantic Council-ის მკვლევრის, სოფო გელავასა და მისი ქმრის, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკა სავსებით უკანონოა. თუთბერიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ჩხრეკის ოქმში არ იყო მითითებული ძებნის საგანი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ზეპირად იცოდნენ, თუ რას ეძებდნენ. იურისტის თქმით, ბინიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის არასრულწლოვნის კუთვნილი ლეპტოპი. “ჩხრეკა არის […]

უკრაინის გენერალური პროკურატურა – რუსებმა ოთხი უკრაინელი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და მოკლეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოს მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ოთხი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ სელიდოვოსთან ახლოს მდებარე პოზიციებზე შტურმის დროს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაატყვევეს, შემდეგ ეროვნული გვარდიის დაჭრილი, უიარაღო წევრების დაკითხვა ვიდეოზე გადაიღეს. მეორე დღეს, […]

პაციენტები VIP მომსახურებით სარგებლობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, სამშობიარო კლინიკებშიც შეძლებენ

პაციენტები VIP მომსახურებით სარგებლობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, სამშობიარო კლინიკებშიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. „ის ამოქმედდება ახლო მომავალში, ფორმალური პროცედურები იქნება გასასვლელი. რაც შეეხება შემდგომ კანონქვემდებარე, მინისტრის ნორმატიული აქტით საკითხების დარეგულირებას, მუშაობა გაიხსნება და წლის ბოლომდე, 1-ელ […]

ალეკო ელისაშვილი – ქეთევან თურაზაშვილის მამის სიკვდილი „ქართული ოცნების“ დათესილმა სიძულვილმა გამოიწვია – კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქეთევან თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის მიმართ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და იმავდროულად მიმართავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას […]

არსებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

„ღვინის ეროვნული სააგენტო“ – 2024 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის – 320 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს დაახლოებით, 45%-ით აღემატება

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის – 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის მოსავალი, რაოდენობასთან ერთად, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება […]

მიხეილ სარჯველაძე – მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი ისევე, როგორც კეთილდღეობა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მუშაობს

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა ის, რომ საზოგადოების განწყობები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ არის ისეთი, როგორი შთაბეჭდილებებისა და ილუზიების შექმნასაც შეიძლება დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცდილობდეს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში გამართული „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება. მისი თქმით, მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის მთავარი პრიორიტეტია. „ფაქტია, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად მხარს უჭერს იმ […]

პრემიერი – როცა ვსაუბრობ მთავრობის ანგარიშზე და გეგმებზე, მიწევს დაახლოებით, 90%-ის გაფილტვრა, აქედან ჩანს რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებენ სამინისტროები – ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა სამინისტროების მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და მომდევნო წლების გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა მიმართულებით მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს. მისივე თქმით, როცა ის მთავრობის ანგარიშსა და გეგმებზე საუბრობს, მასშტაბების გათვალისწინებით, გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან 90%-ის გაფილტვრა უწევს. „რეალურად, ჩვენ გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით მყარი საფუძველი იმისთვის, რომ […]

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს. ზუგდიდის ქუჩაზე, ტყეშელაშვილების ოჯახში სამართალდამცველები დილიდან გამოჩნდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლ ცენტრს უკავშირდება. როგორც ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს, მათ „ქოლ ცენტრებთან“ შეხება არ აქვთ, საგანმანათლებლო და სხვა კომპანიები აქვთ და ვარაუდობენ, რომ ჩხრეკა მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირდება. მისი თქმით, რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში […]