საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონზე მეტი ევროს შეგროვებაა. „ლიბანის მოსახლეობას დიდი რაოდენობით დახმარება ესაჭიროება, როგორც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე მათი მასპინძელი თემებისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის […]
2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას. „პორტალი აერთიანებს ისეთ […]
მარკეტა გრეგოროვა – თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით ჩამოვედი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოში, შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და მის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. ახლახან ჩამოვედი თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით“, – წერს ევროპარლამენტარი. მისი თქმით, არჩევნების შესახებ კომენტარს კვირამდე არ გააკეთებს. „უპირველეს ყოვლისა, დაე, ის თავისუფალი იყოს“, – წერს […]
ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია, „არსად იმალება“. „რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები არჩევნების შემდეგ მოიხსნება. […]
მერია – ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში შევიდა #37 საბავშვო ბაღი, რომელიც 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. „თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი სრულად აღჭურვილია ახალი ინფრასტრუქტურით. საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, პარალელურად, კიდევ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება, რისთვისაც საერთო ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ბოლო წლების […]
ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი

ხელისუფლებისთვის დახურულია ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული, ნორმალური სახელმწიფოს კარი. მათთვის ღია დარჩა მხოლოდ „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და კრემლის ოფისები. ახლა ის არის დარჩენილი ქართველი ხალხის ნებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ და ყველაფერი ამის შედეგად, მან დაკარგა ნორმალური განსჯისა და ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა. ამიტომ, მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევრების, ჟურნალისტების, აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ისინი ახლა ატარებენ […]
საარჩევნო ადმინისტრაცია საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ – სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რითაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ცესკო მომხდარის გამო მწუხარებას […]
“აქციის დაშლისას წყლის და გაზის ერთდროულად გამოყენება დასაშვები 2021 წელს მე გავხადე” – გომელაური

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შტუმის და შეტევის დროს, შსს-ს გაზის, წყალის და სხვა სპეცსაშუალებებიც ერთდროულად გამოყენება შეუძლია – შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს მედიას უთხრა, რომ მან 2021 წელს პირადად გააუქმა 2015 წლის ბრძანება, რომელიც სპეცრაზმს ამის გაკეთებას უკრძალავდა. ამასთან, მინისტრმა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებული რაციის ჩანაწერების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ “გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, […]
მარკეტა გრეგოროვა თბილისშია – ევროპარლამენტარი არჩევნებს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია – ევროდეპუტატი საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დააკვირდება. “უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი” – წერს მარკეტა გრეგოროვა პლატფორმა “X”-ზე და აღნიშნავს, რომ თბილისში გუშინ, 23 ოქტომბერს ჩამოვიდა. ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე […]
ლევან დავითაშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ენერგოსექტორი არათუ სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოხმარებას, არამედ საექსპორტო პოტენციალი გვექნება – 2025 წლიდან ქვეყანას მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შეემატება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებას მთავრობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა მათ შორის აქცენტი იმ ენერგეტიკულ პროექტებზე გააკეთა, რომლებიც ქვეყანაში გენერაციის გაზრდას უკავშირდება და უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, განახლებადი ენერგიების კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ ეს პოტენციალი არ […]