იან კელი – ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ

ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს […]
რეაბილიტაციის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფო სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი. მან ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მთლიანობაში, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს. „მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები […]
Air Astana ზამთრის განრიგი თბილისიდან ყაზახეთისა და აზიის მიმართულებით

ზამთრის სეზონზე Air Astana კვირაში 4 რეისს შეასრულებს თბილისიდან ალმათის მიმართულებით. ნოემბერში რეისები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. 10 დეკემბრიდან – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. ალმათამდე მგზავრობის დრო შეადგენს 3 საათსა და 40 წუთს. თბილისიდან ალმატის მიმართულებით ფრენები კომფორტულად Air Astana უზრუნველყოფს მოსახერხებელ და კომფორტულ მოგზაურობას 3 საათზე ნაკლები ტრანზიტებით ალმათიში, თანამედროვე Airbus […]
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში – სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ბევრ მიმზიდველ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს. მიუხედავად იმისა, დაინტერესებული ხართ თუ არა თბილისში ბინის ყიდვით, სახლით შავი ზღვის სანაპიროზე ან მიწის ნაკვეთის ყიდვით, ჭკვიანურ ინვესტირებას შეუძლია მნიშვნელოვანი კაპიტალის ზრდა. თუმცა, ინვესტიციის წარმატება დამოკიდებულია ბაზრის, საგადასახადო სისტემის და დღეს არსებულ საუკეთესო გარიგებებზე. ბინები თბილისში: ღირს თუ არა ინვესტიცია ქალაქის […]
ბუნდესტაგის დეპუტატი – საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა

საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს. „საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ. როგორი სირცხვილია“, – წერს თომას […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9273 ლარს შეადგენდა. […]
ირაკლი ქარსელაძე – ბოლო 3 წლის პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 – საათიანი წყალმომარაგებით

ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც გვაქვს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 – საათიანი წყალმომარაგებით და ეს ტემპი გრძელდება ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა […]
“საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ – წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები განხილვისას მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას

მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას. არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით , – ამის შესახებ “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” მიერ სასამართლოებში წინასაარჩევნო დავების განხილვის პროცესის დაკვირვების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რიგ შემთხვევებში მოსამართლე […]
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. კონცეფციის პრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა. „ღონისძიებაზე მიხეილ სარჯველაძემ მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ახალი […]
დარწმუნებული ვარ, ყულევში ნავთობის გადამამუშავებელი და ნავთობპროდუქტების წარმოების კლასტერი ჩამოყალიბდება – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყულევში, სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია არა ერთ რიგით საწარმოზე, რომელიც საქართველოში მთავრობის სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებით ასობითა თუ არა ათასობით იქმნება, არამედ მნიშვნელოვან მსხვილ ინვესტიციაზე, რომელიც ფაქტობრივად ახალ დარგს უყრის საფუძველს. „დარწმუნებული ვარ, ეს საწარმო […]