ბუნდესტაგის დეპუტატი – საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა

საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ. როგორი სირცხვილია“, – წერს თომას ჰაკერი.
შეგახსენებთ, დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)