შენგელიას “ვირტუსმა” ევროლიგის პირველი გამარჯვება ბელგრადში, “პარტიზანთან” მოიპოვა

თორნიკე შენგელიას და მისი გუნდის პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. “ვირტუს ბოლონიას” აქამდე 4 წაგება ჰქონდა, სეზონის პირველი მატჩი კი ბელგრადში, ყველაზე მხურვალე ქომაგების გუნდთან, “პარტიზანთან” მოიგო. ბოლონიელებმა შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით, უილ კლაიბერნის ორქულიანით – 70:69 მოიგეს. ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 5 ქულით დათმეს (32:37), ხოლო ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულას აგებდნენ – 57:61. […]

საია: წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ბოლო შეფასება წარადგინა, რომლის მიხედვითაც არათანასწორ გარემოში წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონდამრღვევმა ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. საიას შეფასებაში აღწერილია, რომ ისინი დააკვირდნენ ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს, გარდა ამისა, მათ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას […]

რუსეთმა დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეასთან ხელშეკრულება სამხედრო დახმარების თაობაზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოახდინა რატიფიცირება ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისა, რომელიც შესაძლებელს ხდის ერთმანეთისთვის “სამხედრო და სხვა დახმარების” გაწევას. ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში პუტინის ვიზიტის დროს, 24 ივნისს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, ღრმავდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას, ერთმანეთს გაუწიონ სამხედრო […]

საქართველოდან პირდაპირი ფრენა ყაზახეთის დამატებით 12 ქალაქში იქნება შესაძლებელი

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებები – ICAN2024. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ დამატებით ყაზახეთის 12 ქალაქის მიმართულებით. მემორანდუმით გათვალისწინებული დამატებითი დანიშნულების პუნქტებია, ისეთი მსხვილი ქალაქები როგორიცაა, შიმკენტი, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9273 ლარს შეადგენდა. […]

მინისტრის აზრით, Concentrix, რომელშიც საგამოძიებო შევიდა, არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ Concentrix Georgia, რომელშიც დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სექტორში საქმიანობს. დავითაშვილის აზრით, გაირკვევა რომ ეს კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა. „Concentrix არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს […]

ანა ნაცვლიშვილი – ლუსტრაციაა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსული ოცნება თავს ესხმის ადამიანებს, ვინც რუსულ გავლენებს იკვლევს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება. ნაცვლიშვილი მკვლევრებს სოლიდარობას უცხადებს. ის , ასევე, იხსენებს ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელი თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ „ავტოკრატიის ბოლო ჟამს“ ახასიათებს. “ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად […]

დიმიტრი გვრიტიშვილი – IPSOS-ის კვლევა განსხვავდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის გაურკვეველ სუბიექტთა მიერ ჩატარებული, მიკერძოებული ,,კვლევებისაგან“, რომელთა გაგზავნა ხდება უცხოელ პარტნიორებთან, რათა დააზიანონ სასამართლოს ავტორიტეტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, IPSOS-ის მიერ საქართველოს მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემის უდავო პროგრესს რამდენიმე გარემოება ადასტურებს. როგორც გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 2024 წელს და 2018 წელს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით, ნათლად ჩანს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებული მდგომარეობა. ამასთან, მისივე თქმით, ამ კვლევას, არასამთავრობო […]

რებრენდინგი და ინოვაციური საბანკო პროდუქტები – რა სიახლეებს გვთავაზობს სილქი

სილქ ბანკმა და სილქ როუდ ჯგუფმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს და მიზნად ბანკის სრული ციფრული ტრანსფორმაცია დაისახეს. ბანკმა უკვე წარუდგინა მომხმარებლებს სერვისები, რომლებიც მათი გამოწვევების მოგვარებაზეა ორიენტირებული. თითოეული პროდუქტი დეტალური კვლევების საფუძველზე შეიქმნა, რათა სრულად დაკმაყოფილებულიყო მომხმარებელთა სურვილები და მოლოდინები. სილქმა განიცადა რებრენდინგიც – შემოკლდა მისი სახელი და Silk Bank-ის ნაცვლად Silk გახდა. ასევე, ის საზოგადოების […]

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა. ,,ფოთისთვის […]