ISFED: წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური, ევროსკეპტიკური გზავნილები

სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) წინასაარჩევნო გარემო დაამონიტორინგა და შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. ასევე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ორგანიზაციის აღმასრულებელმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მასშტაბურად მიმდინარეობდა დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და ფიზიკური თავდასხმები. ISFED-ის განცხადებით, არჩევნებს გადამწყვეტი როლი […]
დავით კოდუა – მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდიასთან და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟთან ერთად ფოტო […]
ქალაქ ფოთს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ფოთში ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობა დაიწყო, სადაც სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე სივრცეები შეიქმნება: სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი ზონები. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ამფითეატრი, მინი სპორტული მოედნები, შადრევანი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და მემორიალის დეკორატიული კედელი მოეწყობა. დაგეგმილია მდინარეზე არსებული პირსის რეაბილიტაცია. ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობისთვის ხელშეკრულება უკვე […]
ჯინ შაჰინი – ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩხრეკამ გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. „ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ […]
გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 […]
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია, აქედან 3 113 747 ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ […]
„უარი ისე უთხარი, ჩემთან აღარ მობრუნდესო“ — ბაჩიაშვილის თქმით, „მეცენატი“ ივანიშვილი მას აშორებინებდა ნაცნობ ინვესტორებს

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ხშირად უწევდა მეხამრიდის როლის შესრულება, რათა „მეცენატი“ ბიძინა ივანიშვილის სახელი არ დაკნინებულიყო. „ტვ პირველის“ ეთერში დღეს დაანონსებულია გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი წინმსწრებად გამოეხმაურა და უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი ან ჩართული იყო პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში. ინტერვიუს ანონსს გამოეხმაურა […]
ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი მომავალშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს. „კონტრაქტის გახანგრძლივება, დიდი ხანია, განიხილება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მსურს, რადგან პირობები სპორტული დირექტორის საქმეა. კვარა ძალიან მონდომებულია და გუნდისთვის აკეთებს იმას, რასაც ვთხოვთ. ვიმედოვნებ, […]
„საქართველოს განვითარების ფონდი“ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას $5-მილიონიანი სესხით დააფინანსებს

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას $5-მილიონიანი სესხით დააფინანსებს, – ამის შესახებ თავად ფონდში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით, საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენი პარტნიორობით, საფუძველი ჩაეყარა ისტორიული პროექტის დაწყებას. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს არსებობა ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებისა და […]
,, როგორც კი მობილურს ამოიღებ და გადაღებას დააპირებ, კომისიის ყველა წევრი დაგინახავს და ატყდება ამბავი” – მერაბ მეტრეველი

,, როგორც კი მობილურს ამოიღებ და გადაღებას დააპირებ, კომისიის ყველა წევრი დაგინახავს და ატყდება ამბავი” – მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,მეგობრებო, ბიულეტენისთვის სურათის გადაღებას ვერავინ მოგთხოვთ. ამ არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ნახევრად ღია კაბინები. ვის აძლევ ხმას, ეს არ ჩანს, მაგრამ ჩანხარ შენ. შესაბამისად, როგორც კი მობილურს ამოიღებ და გადაღებას დააპირებ, კომისიის […]